სუსამბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუსამბარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  სუსამბარი
ლათინური სახელი
Tanacetum balsamita
Pyrethrum balsamita

სუსამბარი (ლათ. Tanacetum balsamitaმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მთლიანი ფოთლები. პატარა კალათა ყვავილედები, რომლებშიც განაპირა ყვავილები თეთრია, შიგნითა კი ყვითელი, თავმოყრილია საერთო ფარისებრ ყვავილედში.

იზრდება მეტწილად კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში. საქართველოში გვხვდება ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტენიან და დანაოჭებულ მდელოებზე, მთის ნაკადულების ნაპირებზე.

სუსამბარი მოჰყავთ სანელებელ მცენარედ, ხშირად ველურდება. იყენებენ ჩრჩილს, რწყილისა და სხვა მწერების წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]