სურენ ერემიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურენ ერემიანი
დაბ. თარიღი 28 მარტი/10 აპრილი, 1908
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 1992
გარდ. ადგილი ერევანი, სომხეთი
სამეცნიერო სფერო ისტორია

სურენ ტიგრანის ძე ერემიანი (სომხ. Սուրեն Տիգրանի Երեմյան; დ. 28 მარტი/10 აპრილი, 1908, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1992, ერევანი) — სომეხი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1963), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). სკკპ წევრი 1945 წლიდან.

1928 წელს დაამთავრა თბილისის 43-ე საშუალო სკოლა, 1931 წელს — ერევნის უნივერსიტეტის ისტორია-ეკონომიკის ფაკულტეტი, 1934 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა აკადემიკოს ნიკო მარის ხელმძღვანელობით (თბილისი). 1935-1941 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ლენინგრადში, 1941 წლიდან სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტშია. 1953-1958 წლებში ინსტიტუტის დირექტორია, 1963-1968 წლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებათმცოდნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

იკვლევდა სომხეთის ეთნოგენეზს, ძველი სომხეთის ქალაქების ისტორიას, ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის პერიოდიზაციას, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას, ისტორიული გეოგრაფიისა და ისტორიული კარტოგრაფიის საკითხებს. მიღებული აქვს ჯილდოები და მედლები.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Основные черты общественного строя Армении в эллинистическую эпоху. "Известия АН Армянской ССР. Общественные науки", 1948, № 11;
  • К вопросу об этногенезе армян, "Вопросы истории", 1952, № 7;
  • Развитие городов и городской жизни в Древней Армении, "Вестник древней истории", 1953, № 3;
  • Страна "Махелония" надписи Кааба-и-Зардушт, "Вестник Древней истории", 1967, №4;
  • Армения по "Ашхарацуйц"-у, Ер., 1963 (на армянском языке).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]