სუონსი სიტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუონსი სიტი
Swansea City
სრული სახელი Swansea City Association Football Club
მეტსახელი The Swans (გედები)
დაარსდა 1912 (როგორც „სუონსი თაუნი“)
სტადიონი ლიბერთი სთედიუმი
სუონსი, უელსი
(ტევადობა: 21,008)
პრეზიდენტი უელსის დროშა ჰიუ ჯენკინსი
მწვრთნელი ინგლისის დროშა პოლ კლემენტი
კაპიტანი ინგლისის დროშა ლეონ ბრიტონი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-15 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „სუონსი სიტი“ (უელს. Clwb Pêl-droed Dinas Abertawe) — უელსური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ სუონსიდან, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. გუნდი საშინაო მატჩებს ლიბერთი სთედიუმზე მართავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1912 წელს, როგორც „სუონსი თაუნი“ და საფეხბურთო ლიგას 1921 წელს შეუერთდა. 1969 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და „სუონსი სიტი“ გახდა, რადგან ქალაქ სუონსის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[1] გუნდი 1981 წელს ინგლისის პირველ დივიზიონში აღზევდა. შემდეგ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია. სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რამდენიმე წელში კი მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდა. 2003 წელს „სუონსი სიტი“ კინაღამ ინგლისის კონფერენციაში გავარდა. 2005 წელს სუონსის მაშინდელი მოედანი, „ვეჩ ფილდი“ დაიხურა და გუნდი „ლიბერთი სთედიუმზე“ გადავიდა. სუონსი სიტის მხარდამჭერთა საზოგადოება გუნდის აქციების 20%-ს ფლობს.

2013 წლის 24 თებერვალს, „სუონსიმ“ 2012-2013 წლების ლიგის თასის ფინალში „ბრედფორდი“ დაამარცხა, ანგარიშით 5-0. მოიგო ისტორიაში პირველი სერიოზული ტიტული და 2013-2014 წლების ევროპის ლიგაზე მოახერხა გასვლა.[2] თასმა „სუონსი სიტი“ ერთადერთ უელსურ კლუბად აქცია, რომელიც ამ ტურნირზე გავიდა და მეორე უელსურ კლუბად, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშიათ.

მეტოქეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სუონსი სიტის“ მთავარი მეტოქე „კარდიფ სიტია“. ეს შეხვედრა აღიარებულია, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მტრული დაპირისპირება[3]. და მას მეორენაირად სამხრეთ უელსის დერბისაც ეძახიან. ხშირად ორივე გუნდის ფანებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი სეზონში სწორედ ეს შეხვედრაა ხოლმე. „სუონსის“ შედარებით სუსტი მეტოქეობა აკავშირებს „ბრისტოლ სიტისთან“, „ბრისტოლ როვერსთან“ და „ნიუპორტთან“. თუმცა „სუონსი“ „ნიუპორტს“ ძალიან იშვიათად ხვდება, რადგან გუნდებს ოთხი დივიზიონი აშორებს. მათი დაპირისპირების შესუსტების კიდე ერთი მიზეზი არის ის, რომ ორივე გუნდს საერთო მეტოქე, „კარდიფ სიტი“ ჰყავს.

სამხრეთ უელსურ დერბიში, დღემდე სუონსიმ 20 მატჩში იმარჯვა. „კარდიფს“ 18 გამარჯვება აქვს, 16 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე პოლონეთი პოლონეთი ლუკაშ ფაბიანსკი
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი ჟორდი ამატი
3 თავდამსხმელი განა განა ჯორდან აიუ
4 ნახევარმცველი სამხრეთი კორეა სამხრეთი კორეა კი სონ იონი
5 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები მაიკ ვან დერ ჰორნი
6 მცველი ინგლისი ინგლისი ელფი მოუსონი
7 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ლეონ ბრიტონი
8 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ლეროი ფერი
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ფერნანდო ლიორენტე
10 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ბორხა ბასტონი
12 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ნეითან დაიერი
13 მეკარე შვედეთი შვედეთი კრისტოფერ ნორდფელდტი
15 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი უეინ რუტლეჯი
16 მცველი შვედეთი შვედეთი მარტინ ულსონი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 მეკარე ავსტრალია ავსტრალია მარკ ბირიგიტი (კაპიტანი)
20 ნახევარმცველი ეკვადორი ეკვადორი ჯეფერსონ მონტერო
22 მცველი ესპანეთი ესპანეთი ანხელ რანხელი
23 თავდამსხმელი ისლანდია ისლანდია გილფი სიგურდსონი
24 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეკ კორკი
25 მეკარე გერმანია გერმანია გერჰარდ ტრემელი
26 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კაილ ნოტონი
28 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ლუჩანო ნარსინგი
33 მცველი არგენტინა არგენტინა ფედერიკო ფერნანდესი
35 მცველი შოტლანდია შოტლანდია სტივენ კინგსლი
42 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ტომ ჯეროლი
56 ნახევარმცველი შოტლანდია შოტლანდია ჯეი ფულტონი
62 თავდამსხმელი შოტლანდია შოტლანდია ოლივერ მაკბერნი

ევროპული რეკორდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგარიშის ყველა გრაფაში პირველი წერია „სუონსის“ გატანილი გოლების რაოდენობა.
სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღმდეგე შინ გასვლითი ჯამში სქოლიო
1961–62 თასების მფლობელთა თასი შესარჩევი ეტაპი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მოტორი იენა 2–2 1–5 3–7 [4]
1966-67 თასების მფლობელთა თასი პირველი ეტაპი ბულგარეთის დროშა სლავია სოფია 1–1 0–4 1–5 [5]
1981-82 თასების მფლობელთა თასი პირველი ეტაპი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ლოკომოტივი ლაიპციგი 0–1 1–2 1–3 [6]
1982-83 თასების მფლობელთა თასი შესარჩევი ეტაპი პორტუგალიის დროშა ბრაგა 3–0 0–1 3–1 [7]
პირველი ეტაპი მალტის დროშა სლიემა უონდერერსი 12–0 5–0 17–0 [8]
მეორე ეტაპი საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 0–1 0–2 0–3 [9]
1983-84 თასების მფლობელთა თასი შესარჩევი ეტაპი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მაგდებურგი 1–1 0–1 1–2 [10]
1989-90 თასების მფლობელთა თასი პირველი ეტაპი საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 2–3 3–3 5–6 [11]
1991-92 თასების მფლობელთა თასი პირველი ეტაპი საფრანგეთის დროშა მონაკო 1–2 0–8 1–10 [12]
2013-14 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთის დროშა მალმე 4–0 0–0 4–0 [13]
პლეი-ოფი რუმინეთის დროშა პეტროლული 5–1 1–2 6–3 [14]
ჯგუფური ეტაპი რუსეთის დროშა კუბანი კრასნოდარი 1–1 1–1 მე-2 ადგილი [15]
შვეიცარიის დროშა სანქტ-გალენი 1–0 0–1 [15]
ესპანეთის დროშა ვალენსია 0–1 3–0 [15]
1/32 ეტაპი იტალიის დროშა ნაპოლი 0–0 1–3 1–3 [16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Online exhibition: The City of Swansea celebrates its 40th anniversary – City and County of Swansea. Swansea.gov.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-04. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2012.
  2. Swansea captures first major trophy. FoxSports (24 თებერვალი, 2013).
  3. „Welsh rivals are upwardly mobile“. BBC Sport. 2 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. 1961-62 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-13. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  5. 1966-67 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  6. 1981-82 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  7. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  8. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  9. 1982-83 UEFA Cup Winners' Cup Second Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  10. 1983-84 UEFA Cup Winners' Cup Preliminary Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2013.
  11. 1989-90 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  12. 1991-92 UEFA Cup Winners' Cup First Round Results. UEFA (16 იანვარი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2013.
  13. 2013-14 UEFA Europa League third qualifying round results. UEFA (8 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2013.
  14. 2013-14 UEFA Europa League play-off results. UEFA (22 August 2013). ციტირების თარიღი: 22 August 2013.
  15. 15.0 15.1 15.2 2013-14 UEFA Europa League group stage results. UEFA (7 სექტემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2013.
  16. 2013-14 UEFA Europa League Round of 32. UEFA (20 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2014.