სულთანიე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩოგხა-ზანბილი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Gonbad soltanie zanjan.JPG
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია
კოორდინატები 36°26′00″ ჩ. გ. 48°47′00″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1188
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1188
რუს.ინგლ.ფრ.

სულთანიე ( სპარს. سلطانيه) — ქალაქი ირანში, ზენჯანის პროვინციაში, თეირანიდან 240 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. XIV საუკუნეში, ის სპარსეთის ილხანი მმართველების დედაქალაქი იყო. მისი სახელი ითარგმნება როგორც „იმპერიული“ 2005 წელს, ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ილხანთა მმართველის, ოლჯაითუს მავზოლეუმი (ასევე ცნობილი როგორც მუჰამედ ხუდაბანდას მავზოლეუმი), რომელსაც უფრო სულთანიეს გუმბათის სახელით იცნობენ.

სტრუქტურა აშენდა 1302-1312 წლებში. დღეისათვის ის მთელ მსოფლიოში მესამე უდიდეს აგურისგან ნაგებ გუმბათოვან შენობას წარმოადგენს ფლორენციის კათედრალისა და აია-სოფიას შემდეგ.[1] მავზოლეუმის შიდა ინტერიერის მოხატულობის დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია მოზაიკები და რამდენიმე ფრესკა. შენობის არქიტექტურა საკმაოდ ჰგავს ტაჯ-მაჰალისას.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]