სულეიმანის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმანის მთები
სულეიმანის მთები
სულეიმანის მთები
კოორდინატები: 30°30′ ჩ. გ. 70°10′ ა. გ. / 30.500° ჩ. გ. 70.167° ა. გ. / 30.500; 70.167
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
უმაღლესი წერტილი ტახტ-ე-სულეიმანი
სიმაღლე 3487 
სიგრძე 600 კმ
სულეიმანის მთები — პაკისტანი
სულეიმანის მთები

სულეიმანის მთები — ქედი ირანის მთიანეთის აღმოსავლეთ კიდეზე, პაკისტანში (ჩრდილოეთის შტოქედები ავღანეთში). გადაჭიმულია დაახლოებით 600 კილომეტრზე. სიმაღლე 1800-2100 მეტრი, მაქსიმალური 3487 მეტრი (მთა ტახტ-ე-სულეიმანი). შედგება გამჭოლი ხეობებით გაყოფილი პარალელური ქედებისაგან. უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. აღსანიშნავია, რომ მთათა სისტემა სეისმურობით გამოირჩევა. ჰავა მშრალია, სუბტროპიკული. ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები განიცდის ზაფხულის მუსონის გავლენას. ჭარბობს მშრალი სტეპისა და მთის უდაბნოს ლანდშაფტები. სულეიმანის მთებში მთებში მისდევენ მიწათმოქმედებას და მებაღეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]