სუბდუქცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუბდუქციის ზონის სქემა

სუბდუქცია (ლათ. sub – ქვეშ და ductio – შეყვანა) — ლითოსფეროს ფილაქნების ტექტონიკაში ადგილი, სადაც ოკეანის ქერქი იძირება ნახევარგამდნარ ასთენოსფეროს ქვეშ. ფილის ზედა ნაწილი ხშირად კონტინენტურია, ქვედა ნაწილი კი – ოკეანური. სუბდუქციურ ზონასთან დაკავშირებულია ბევრი მიწისძვრა და მრავალი ვულკანი.

სუბდუქიური ზონა განსაკუთრებით კარგად შეინიშნება სეისმოტომოგრაფიულ პროფილში (ყოველ შემთხვევაში მანტიის ზედა და ქვედა საზღვრამდე — 670 კმ).

მასთან განსაკუთრებით დაკავშირებულია ორი ფართო გავრცელებული გეოდინამიკური ვითარება: აქტიური კონტინენტური განაპირა მხარეები და თაღისებური კუნძულები. სუბდუქციური ზონა რეალიზაციას განიცდის მას შემდეგ, რაც ოკეანური და კონტინენტური ფილები ურთიერთზემოქმედებას განიცდიან. სუბდუქცია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გეოლოგიურ რეჟიმს, რომლის ზონაში იქმნება მეტად ძლიერი მიწისძვრები, ცუნამი და სხვა სეისმური მოვლენები.

მეტად ცნობილი სუბდუქციური ზონები განვითარებულია წყნარ ოკეანეში (იაპონია, კურილის კუნძულები, კამჩატკის ნახევარკუნძული, ალეუტის კუნძულები და სხვ.); სუბდუქციურ ზონას მიეკუთვნება აგრეთვე ინდონეზიის დიდი ნაწილი (იავა, სუმატრა), სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები, ახალი ზელანდია და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Stern, R.J. (1998). "A Subduction Primer for Instructors of Introductory Geology Courses and Authors of Introductory Geology Textbooks". J. Geoscience Education 46: 221–228.