სტრუმა
|
|
|
|---|---|
მდინარე სტრუმა |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 415 კმ |
| აუზის ფართობი | 17,300 კმ² |
| აუზი | ეგეოსის ზღვა |
| წყლის ხარჯი | მაქსიმალური 500 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ვიტოშის მასივი |
| · მდებარეობა | ბულგარეთი |
| შესართავი | ეგეოსის ზღვა |
| · მდებარეობა | საბერძნეთი |
| კოორდინატები |
/ / |
| განლაგებულია | |
მდინარე სტრუმის აუზი |
|
| ქვეყნები | |
| ქალაქები | კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). |
სტრუმა (ბულგ. Струма, ბერძნ. Στρυμόνας, სტრიმონი) — მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი 17,300 კმ². მდინარის 290 კმ მონაკვეთი ბულგარეთის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ვიტოშის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ერთვის ეგეოსის ზღვის სტრიმონის ყურეს.
წყალუხვია თებერვალ-ივნისში, წყალმცირეა აგვისტო-სექტემბერში. წყლის საშუალო ხარჯი ბულგარეთის საზღვართან ახლოს 80 მ/წმ³. მაქსიმალური დაახლოებით 500 მ/წმ³. იყენებენ სარწყავად.
სტრუმას ხეობაშია ქალაქები : კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. ბულგარეთის ფარგლებში მდინარე სტრუმაზე მდებარეობს სტუდენის წყალსაცავი.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ძველი ბერძნული ქალაქი ამფიპოლისი წარმოქმნილი იყო სტრუმის შესართავის ადგილას. ძვ. წ. 480 როდესაც ქსერქსე I-მა საბერძნეთში შეჭრა განახორციელა გადალახა მდინარე სტრიმონი (სტრუმა). ქსერქსე I-მა მდინარის ღმერთს მსხვერპლად შეწირა ცხრა ვაჟიშვილი და ცხრა ქალიშვილი.[1] ალექსანდრე I მაკედონელმა ძვ. წ. 479 გაანადგურა ქსერქსის არმია ენეა ოდოისთან ახლოს.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სახელწოდება სტრიმონი იყო ჰიდრონიმი, რომელიც ეფუძნებოდა მითიური თრაკიის მეფეს, რომელიც მდინარეში დაიხრჩო.[2]
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 583, თბ., 1985 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ჰეროდოტე 7,114 [1]. The history may be Greek slander, though, as human sacrifice is not known as an Iranian cultic practice.
- ↑ Grimal P. .Classical mythology. iley-Blackwell, 1990. ISBN 9780631201021.