სტოლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოლონი

სტოლონიმცენარეთა გვერდითი ყლორტი, რომელსაც წვრილი, გრძელი მუხლთშორისები და განუვითარებელი ფოთლები აქვს. ემსახურება ვეგეტატიურ გამრავლებას. ფესურისაგან განსხვავებით, კვდება იმავე წელს ან პირველი გამოზამთრების შემდეგ. სტოლონის ბოლოზე ვითარდება ყლორტები (მაგალითად მარწყვს), გორგლები (მაგალითად კარტოფილს) ან ბოლქვაკები (მაგალითად ზოგიერთი ტიტა). სტოლონი არის მიწისზედა ან მიწისქვეშა. ცხოველთა მრავალუჯრედიანი კოლონიური ორგანიზმის (მაგალითად ნაწლავღრუიანები) გამონაზარდი, რომელიც ემსახურება დაკვირტვით უსქესო გამრავლებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]