სტოლბოვოს ზავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტოლბოვოს ზავი — სამუდამო საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და შვედეთს შორის, დაიდო სოფელ სტოლბოვოში 1617 წლის 27 თებერვალს. ზავის მიხედვით, შვედეთმა რუსეთს დაუბრუნა ნოვგოროდი, სტარაია-რუსა, პორხოვი, ლადოგა და გდოვი მაზრებითურთ და სუმერის თემი. შვედებს დარჩათ იჟორის მიწები (ივანგოროდი, იამი, კოპორიე, ორეშეკი) და ქ. კორელა მაზრითურთ. ამრიგად რუსეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა ბალტიის ზღვას. რუსეთს უნდა გადაეხადა შვედებისათვის 20 ათასი მანეთი. ორივე მხარის ვაჭრებს უფლება მიეცათ თავისუფლად ევაჭრათ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამასთანავე, შვედ ვაჭრებს ეკრძალებოდათ რუსული გზით წასვლა ირანსა და აღმოსავლეთში, ხოლო რუს ვაჭრებს — შვედეთის ტერიტორიით გასვლა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. დაწესდა საზღვრები, რომელიც შენარჩუნებულ იქნა ჩრდილოეთის ომამდე (1700-1721 წწ.).

ლიტერატურა[რედაქტირება]