სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოკჰოლმის სისხლიანო აბანო

სტოკჰოლმის სისხლიანი აბანოდანიის მეფის კრისტიან II-ის მიერ შვედეთის რეგენტის სტენ სტურე უმცროსის მომხრეთა დახოცვა 1520 წლის 8-9 ნოემბერს სტოკჰოლმში. კრისტიან II სტოკჰოლმში შეიჭრა და უნდოდა კალმარის უნიის ძალდატანებით აღდგენა. კათოლიკე პრელატების დახმარებით წინასწარ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მწვალებლობა დასწამეს, სამეფო ციხე-დარბაზში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს სტოკჰოლმის 100-ზე მეტი წარჩინებული აზნაური და მოქალაქე; სხვა ოლქებშიც იგივე მოხდა. მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]