სტიორტის ქვიანი უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტიორტის ქვიანი უდაბნო (ინგლ. Sturt's Stony Desert) — უდაბნო ცენტრალურ ავსტრალიაში. მდებარეობს ახალი სამხრეთი უელსის, კუინზლენდისა და სამხრეთი ავსტრალიის შტატებში. უდაბნო ატარებს ჯონ მაკდუალ სტიორტის სახელს, რომელიც იკვლევდა ავსტრალიას.

ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით (29 750 კმ²) მას მერვე ადგილი უკავია, რაც მთელი კონტინენტის 0.3%-ია. სტიორტის ქვიან უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის ორი უდაბნო ესენია სიმპსონის უდაბნო და სტრელეცკის უდაბნო. სწორედ აქ მდებარეობს ავსტრალიის ყველაზე დიდი ტბის ეირის გარკვეული ნაწილი.

აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 130 მმ-ს არ აღემატება. სტიორტის ქვიანი უდაბნოს კოორდინატებია 27° ს. გ. 140° ა. გ. / 27° ს. გ. 140° ა. გ. / -27; 140

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]