სტივ მაქქარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტივ მაქქარი(დ. 24 თებერვალი 1950 წელი), ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი. მის მიერ გადაღებულია უამრავი უნიკალური, ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ფოტო.

ერთ-ერთი ასეთი ფოტოა "ავღანელი გოგო", რომელიც, თავდაპირველად გამოჩნდა "National Geographic"-ის ჟურნალებში, და რომელსაც საკაომდ საინტერესო ისტორია აქვს.


განათლება[რედაქტირება]

1968 წელს სტივ მაქქარიმ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო კინემატოგრაფიის ისტორიის შესწავლა, თუმცა, საბოლოოდ, მან სწავლა გააგრძელა თეატრალური ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს წარჩინებითა და ღირსების ორდენით დაამთავრა. სტივ მაქქარი ფოტოგრაფიით დაინტერესდა მას შემდეგ, რა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთისთვის დაიწყო ფოტოების გადაღება.

კარიერა[რედაქტირება]

სტივ მაქქარიმ თავისი კარიერა დაიწყო ფოტო-რეპორტაჟის კეთებით ავღანეთში,სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ომი. უსაფრთხოებისა და ფოტოების გადაღების მიზნით, სტივ მაქქარი შეიმოსა(შეინიღბა) ავღანურ, ტრადიციულ ტანისამოსში, რომელზეც ფარულად იყო მიმაგრებული ფოტოაპარატი. სტივმა მოახერხე ასეთ რთულ სიტუაციაში გადაეღო სკმაოდ ბევრი ისტორიული სურათი, რომელიც ასახავდა იქაურ კონფლიქტებს. ამის შემდეგ, სტივ მაქქარიმ მიიღო რობერტ კაფა ს ოქროს მედალი ნომინაციაში- საუკეთესო ფოტოგრაფიული მასალების გაშუქება უცხოეთიდან.