სტივ ირვინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ ირვინი

სტივენ რობერტ ირვინი (Stephen Robert Irwin; დ. 22 თებერვალი, 1962 — გ. 4 სექტემბერი, 2006) — ავსტრალიელი ნატურალისტი, ტელეჟურნალისტი და მრავალი ფილმის ავტორი ბუნებაზე, როგორებიცაა «The Crocodile Hunter» («ნიანგებზე მონადირე»), «Crok Files», «The Crocodile Hunter Diaries» («ნიანგებზე ონადირის დღიურები»). ქ. ბირვას, კუინზლენდში Australia Zoo ზოოპარკის მფლობელი.

დაიღუპა 2006 წლის 4 სექტემბერს მორიგი გადაცემის გადაღების დროს, მიიღო სასიკვდილო დარტყმა გულის არეში "სტინგრეი"ს ნემსის მიერ. მისი სიკვდილის დღე ავსტრალიაში აღინიშნება როგორც საერთო გლოვის დღე.

ბოიგრაფია[რედაქტირება]

1991 წელს სტივ ირვინმა გააგრძელა საოჯახო ბიზნესი და მალევე შექმნა ფილმ «ნიანგებზე მონადირე»-ს პირველი სერიები, რომლითაც გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში. იმავე წელს მიიღო ჯილდო ავსტრალიურ ტურისტულ უნდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის. პრემიით იყო აღნიშნული მისი დამსახურებები მწვანე კონტინენტის პოპულარიზებაში, მის დოკუმენტურ ფილმებში ველურ ბუნებაზე და ზოოპარკ "ავსტრალიის" შექმნით.

არაერთხელ ირვინი იყო სიტუაციებში, როდესაც მისი სიცოცხლე ბეწვზე იყო ჩამოკიდული. ჰქონდა უამრავი ჭრილობა მიღებული ველურ ცხოველებთან კონტაქტის დროს.

როგორც თვითონ ირვინმა მოყვა, პირველი სერიოზული ჭრილობა მან მიიღო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნავის ცხვირიდან ნიანგისკენ გადახტა. ნიანგი კლდაზე იჯდა, რომელსაც ირვინი მხრით დაეცა და კვამ მისი ძვლები დაამტვრია. ძვალმა კი მნიშვნელოვანი ძარღვები და კუნთები გაჭრა.

შემდეგ ჯერზე აღმოსავლეთ ტიმორში მან ნიანგის გადარჩენის დროს, რომელიც ბეტონის მილში მოხვდა, და სხვა საშუალება მისი გამოყვანის არ არსებობდა. ამიტომაც იგი შიგნით ჩაყვინთა ცხოველთან ერთად. ნიანგმა სტაცა მისი ხელი, რის გამოც იგივე ხელი დაუზიანდა და ძარღვები დაუსკდა.

ერთხელ ირვინს ნიანგმა თავიც კი დაუზიანა, როდესაც მან დაიჭირა იგი წყალქვეშ. შემდეგ მუხლებიც დაიზიანა როდესაც 4 მეტრიან ნიანგზე ზედ იჯდა. სხვა დროს კენგურუს გადარჩენის დროს დაარტყა და ტუჩი აუგლიჯა.

ირვინი კვებავს ნიანგს ავსტრალიის ზოოპარკში

ამის მიუხედავად აგრძელებდა ფილმების გადაღებას. "თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ Dავს დასცინო, ესეიგი შენი სიცოცხლე ძალიან მოწყენილია", - იძახოდა ირვინი.

მას ორი შვილი დარჩა, ბინდი სიუ და ბობ კლარენსი. მისი მეუღლე ტერი გადაღებებისას დახმარებას უწევდა.

პროგრამა "ნიანგებზე მონადირე" პირველად 1992 წელს გავიდა ეთერში. სტივმა გადააქცია თავისი უშიშარი და ენუზიაზმით აღსავსე სურვილით გაეცნოს ფაუნას ახლო კონტაქტში მოყვარულის იმიჯი სავაჭრო მარკად, და მისი სერიალი სარგებლობდა დიდი პოპულარობით მთელ მსოფლიოში და მაუწყებლობდა Discovery-ს არხზე.

2006 წლის 4 სექტემბერს სტივ ირვინი აკვალანგით წყალქვეშ ჩავიდა რომ დიდ ბარიერულ რიფთან "სტინგრეი"ს ვიდეოფირზე აღებეჭდა. იგი მასალების მოძიებით იყო დაკავებული თავისი შემდგომი ფილმისთვის "ოკეანეს სასიკვდიკოდ საშიში არსებები"-სთვის. წამყვანი საკმაოდ ხშიირად სტუმრობდა "სტინგრეი"-ებს. პრინციპში ეს მტაცებელი იშვიათად არის საშიში ადამიანისთვის: ავსტრალიის ნაპირებთან მხოლოდ ორი შემთხვევაა ცნობილი.

ეტყობა სტივი ხშირად სიკვდილს აღიზიანებდა. ერთერთი თევზი თავს დაესხა წამყვანს როდესაც იგი მის თავს ზემოთ მდებარეობდა. მან აწია მისი კუდი რომლის ელექტრული ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა. მისი გული გაჩერდა უფრო ადრე ვიდრე ვინმე მისი გუნდიდან რეაგირებას მოასწრებდა.

სტივ ირვინმა თავისი კარიერა დაიწყო ბავშვობიდან, როდესაც კვინსლენდის მიდამოებში მშობლების რეპტილიათა პარკისთვის ნიანგებს იჭერდა. 1991 წელს იყო დაჯილდოებული ავსტრალიის ტურისტულ ინდუსტრიაში წვლილის შეტანის საფუძველზე. პრემიით იყო აღნიშნული მისი დამსახურებები მწვანე კონტინენტის პოპულარიზებაში, მის დოკუმენტურ ფილმებში ველურ ბუნებაზე და ზოოპარკ "ავსტრალიის" შექმნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]