სტივენ რი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივენ რი
Stephen Rea.jpg
სტივენ რი
დაბ. ადგილი ბელფასტი, ირლანდია
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი, 1946 (1946-10-31) (67 წლის)
საქმიანობა მსახიობი
წლები 1964-დღემდე

სტივენ რი (ინგლ. Stephen Rea; დ. 31 ოქტომბერი 1946) — ირლანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი. აქვს შესრულებული როლები ფართო პორფილის ფილმებში: „V ნიშნავს ვენდეტას“, „მაიკლ კოლინზი“, „ინტერვიუ ვამპირთან“, „საუზმე პლუტონზე“. ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე შესრულებული როლისთვის ფილმში „სასტიკი თამაში“. დაიბადა ქალაქ ბელფასტში. სწავლობდა დუბლინში სააბატოს თეატრში. 1970-იანი წლების ბოლოს გაბრიელ ბირნთან და კოლმ მინისთან ერთად გამოდიოდა დუბლინის ერთ-ერთ თეატრალურ ჯგუფში. რი ხშირად თანამშრომლობს ირლანდიელ რეჟისორთან ნილ ჯორდანთან. 1980 წელს რიმ მონაწილეობა მიიღო „Field Day Theatre Company“-ის დაარსებაში. 2004 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის ხარისხი. სტივენ რი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩია ირლანდიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]