სტივენ გრინბლატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სთივენ გრინბლატი

სტივენ გრინბლატი (ინგლ. Stephen Greenblatt; დ. 7 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი, თეორეტიკოსი და სწავლული.

სტივენ გრინბლატს ახალი ისტორიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ. ახალი ისტორიზმის კრიტიკულ პრაქტიკას თავად გრინბლატი ”კულტურის პოეტიკას” უწოდებს. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოიპოვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. გრინბლატი არის ავტორი და რედაქტორი არაერთი წიგნის, რომლებიც ახალი ისტორიზმის, კულტურის კვლევის, რენესანსის შესწავლის და შექსპიროლოგიის საკითხებს ეძღვნება. მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომია შექსპირის ბიოგრაფია - ”ნება სამყაროში”, რომელიც ”ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერების სიაში 9 კვირის განმავლობაში ირიცხებოდა.