სტეფანი სეიმური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანი სეიმური (ინგლ. Stephanie M. Seymour; დ. 23 ივლისი, 1968, კალიფორნია) — ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი. მისი სიმაღლეა 1.78 მ., თმის ფერი — ღია ყავისფერი, თვალის ფერი — ცისფერი.

მან მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ელიტ მოდელ ლუკის საერთაშორისო კონკურსზე. თანამშრომლობდა კომპანიასთან Victoria's Secret. 1991 წელს გამოჩნდა ჯგუფის Guns N' Roses-ის ორ კლიპში, „Don't Cry“ და „November Rain“. იყო ამავე როკ ჯგუფის სოლისტის ექსლ როუზის ცოლი. მას მალევე დაშორდა.

ამჟამად დაქორწინებულია ტომი ენდრიუსზე და 3 შვილის დედაა.