სტარი-რასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტარი-რასი და სოპოჩანის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Stari Ras.jpg
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°07′08″ ჩ. გ. 20°25′22″ ა. გ. / 43.11889° ჩ. გ. 20.42278° ა. გ. / 43.11889; 20.42278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 96
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 96
რუს.ინგლ.ფრ.

სტარი-რასი (სერბ. Стари Рас) ან უბრალოდ რასიშუა საუკუნეების სერბული სახელმწიფო რაშკას ერთ-ერთი პირველი დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მდებარეობს თანამედროვე სერბეთის სანჯაკის რეგიონში. დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, ხოლო XIII საუკუნეში თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა. ქალაქის მნიშვნელობას ზრდიდა მისი ხელსაყრელი მდებარეობა რაშკას ხეობის გასწვრივ, ადრიატიკის ზღვის, ზეტას საკნიაზოსა და კოსოვოს გზაჯვარედინზე. არეალში მდებარეობს შუა საუკუნეების შთამბეჭდავი მონუმენტების ჯგუფი, მათ შორისაა ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. სოპოჩანის მონასტერი დასავლურ და ბიზანტიურ სამყაროებს შორის კონტქატის გადმონაშთს წარმოადგენს. მონუმენტები დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ არსებობს მათი სამომავლო რეკონსტრუქციის გეგმა.

1979 წელს, სტარი-რასი მის სიახლოვეს მდებარე სოპოჩანის მონასტრთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამავე წელს, სტარი-რასი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: