სტამბოლის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტამბოლის მეტოპოლიტენის ლოგო
სტამბოლის მეტროპოლიტენის სქემა

სტამბოლის მეტროპოლიტენი — მიწისქვეშა ჩქაროსნული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ სტამბოლში; თურქეთი. დაარსებულია 2000, დღეისათვის 10 სადგურს მოიცავს. სისტემა ამ ეტაპზე შედგება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი ერთი ხაზით. ხაზების ფორმა ცოტა დაკლანილია და ათათურქ ოტო სანაიდან შიშჰანემდე გრძელდება.

ისტორია[რედაქტირება]

როგორც ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დედაქალაქი, აგებული ძველი ბიზანტიონის ადგილას, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრი — სტამბოლი ათასობით ტურისტის თავშეყრის ადგილია. 1960 წლის შემდეგ ავტომობილების რაოდენობა ქალაქში არნახული სისწრაფით გაიზარდა. 1973 წელს ბოსფორის სრუტეზე ხიდის გადების შედეგად აღმოსავლეთ ანატოლიის მოსახლეობის ქალაქისკენ მასიური დაძვრით სტამბოლში დემოგრაფიულმა სიჭარბემ იფეთქა. არაერთი ვიწრო ქუჩა, რომლებიც ტრამვაისთვის იყო განკუთვნილი, ავტომანქანებით გადაიტვირთა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მთავრობამ ტრამვაის ხაზის გაუქმება და ავტობუსების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა; შედეგად, ქალაქს კიდევ უფრო მეტი გადატვირთვა, ჰაერის დაბინძურება და სმოგი დაემუქრა. ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილებით, სტამბოლის მეტროს აშენება დაიგეგმა. მეტროხაზების გაყვანა 1991 წელს დაიწყო და არაერთ წინაღობას შეეჩეხა. სტამბოლი ხომ სრულიად ისტორიის ფურცლებია. ბიზანტიონი, კონსტანტინოპოლი... სტამბოლის ნიადაგის გათხრისას ყოველ ნაბიჯზე ფასდაუდებელ სიძველეებს პოულობდნენ, რაც უნდა აღნუსხულიყო, შენახულიყო და დაცულიყო. გასათვალისწინებელია მიწისძვრების ფაქტორიც. სტამბოლის მეტროხაზები ჭრა-დაფარვის მეთოდით გაჰყავდათ 9.0 ბალიანი მიწისქვეშა ბიძგებისგან დასაცავად. არაერთი გადადების შემდეგ პირველი ხაზი 2000 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა.

სადგური ოსმანბეი

დახასიათება[რედაქტირება]

  • საერთო სიგრძე: 15 კმ
  • სადგურები: 10
  • ძაბვა: სრულიად ელექტროფიცირებული
  • ზომა: 1,435 მმ
  • ვაგონები: შემადგენლობაში 4
  • სიხშირე: პიკის საათში 4 წუთი, ჩვეულებრივ დროს 6-15 წუთი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]