სტალკერი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სტალკერი“
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
დამდგმელი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი
პროდიუსერი ალექსანდრა დემიდოვა
სცენარის ავტორი ძმები სტრუგაცკები
ნაწარმოები პიკნიკი გზისპირას
— ძმები სტრუგაცკები
როლებში ალექსანდრ კაიდანოვსკი
ნიკოლაი გრინკო
ანატოლი სოლონიცინი
კომპოზიტორი ედუარდ არტემიევი
ოპერატორი ალექსანდრ კნიაჟინსკი
მონტაჟი ლუდმილა ფეიგინოვა
სტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი მაისი, 1979
ხანგრძლივობა 163 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
ენა რუსული
ბიუჯეტი 1 მლნ რუბლი
შემოსავალი $52 192 000საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

სტალკერი (რუს. Сталкер) — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, გადაღებული „მოსფილმის“ მიერ 1979 წელს. რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი, სცენარის ავტორები ბორის და არკადი სტრუგაცკები. ფილმი ეფუძნება მათსავე ნოველას „პიკნიკი გზისპირას“. 1980 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმმა მიიღო ეკუმენური ჟიურის სპეციალური პრიზი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი მოგვითხრობს ექსპედიციას სტალკერის წინამძღოლობით. მან თავისი 2 კლიენტი უნდა მიიყვანოს დახურულ ადგილას, სადაც შესვლა აკრძალულია და რომელსაც „ზონას'“ ეძახიან. ვარაუდობენ, რომ „ზონაში“ არის ოთახი, რომელსაც აქვს ადამიანების ყველაზე სიღრმისეული სურვილების ასრულების პოტენციალი. ფილმის სახელი წარმოდგება ინგლისური ზმნისგან: to stalk , რაც ფარულად მიახლოებას ნიშნავს, როგორც მონადირეს სჩვევია. სტალკერი პროფესიონალი გამყოლია „ზონამდე“. მისი ორი კლიენტიდან ერთი თანამედროვე მწერალია, ხოლო მეორე ავტორიტეტული პროფესორი. ორივეს „ზონაში“ შესვლის საკუთარი მოტივაცია აქვს, რომელსაც არ ამხელს. სტალკერის ცოლი წინააღმდეგია, რომ მისმა ქმარმა მეგზურობა გაწიოს, თუმცა სტალკერი მაინც კვეთს საზღვარს და შედის აკრძალულ ადგილას. როდესაც ისინი ოთახს მიუახლოვდებიან ტელეფონი დარეკავს. პროფესორი და მწერალი რეალობას უბრუნდებიან. მათ ოცნებები არ აქვთ და არ უნდათ ოთახში შესვლა. ისინი ბრუნდებიან უკან. დანაღვლიანებული სტალკერი ხვდება თავის ცოლ-შვილს. ცოლი პირობას აძლევს, რომ ის გაჰყვება „ზონაში“, თუმცა სტალკერი მას უარს ეუბნება, რადგან ისიც არ არის ამისთვის მზად.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებების შემდეგ გამჟღავნებული ფირი მთლიანად წუნი გამოგდგა და რამდენიმე საათიანი მასალა საერთოდ დაიკარგა. მძიმე დეპრესიის შემდეგ ტარკოვსკიმ მოსფილმს მეორე სერიისათვის დაფინანსება გამოაყოფინა და ფილმი ხელმეორედ გადაიღო. ფილმის გადაღებამ საერთო ჯამში 3 წლამდე გასტანა. სტალკერი ტარკოვსკის ბოლო ფილმი იყო, რომელიც რეჟისორმა სამშობლოში, რუსეთში გადაიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]