სსრკ-ის და რუსეთის სერიული მკვლელების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი ანდრეი ჩიკატილო.

სსრკ-ის და რუსეთის სერიული მკვლელების სია — მოცემულ სიაში წარმოდგენილია სსრკ-ის და რუსეთის სერიული მკვლელები. დაწყებული 1960-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში არაერთი სერიული მკვლელი გამოჩნდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მიხედვით სერიული მკვლელობა არის: მრავალეპიზოდიანი დანაშაულებრივი ქმედება (არა ნაკლებ 3 ეპიზოდისა), რომელსაც სჩადის კონკრეტულად 1 სუბიექტი გაურკვეველი მოტივით; პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს სამი ან 3-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა 30 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მკვლელობის მოტივაცია ძირითადად დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ თვითდაკმაყოფილებაზე. გფბ-ის მიხედვით სერიული მკვლელის მოქმედების მოტივი შეიცავს:[1]

  • განრისხებას;
  • აღელვებას;
  • ფინანსურ გასამრჯელოს;
  • ყურადღების ცენტრში ყოფნას.

აღსანიშნავია, რომ პირველ საბჭოთა სერიულ მკვლელად მიიჩნევენ ვასილი კომაროვს.[2] საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიის მანძილზე ცხოვრობდა რამდენიმე ათეული სერიული მკვლელი. თუმცა მათი არსებობა საბჭოთა საზოგადოებაში გლობალური განხილვისა თუ მასობრივი ინფორმაციის საგანი არასდროს არ გამხდარა.[3]. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში – სოციალურ-ეკონომიკური კრახის პერიოდში სერიული მკვლელების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ისევე როგორც საერთოდ მოკლულთა რაოდენობა.[3] მეტად უბედური დანაშაულის ადგილია როსტოვის ოლქი[4] და რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი[5]. სიაში წარმოდგენილი სერიული მკვლელები თავიანთ დანაშაულს ეროვნებისა და მოქალაქეობის განურჩევლად სჩადიოდნენ სსრკ-ისა და რუსეთის ტერიტორიაზე.

საბჭოთა პერიოდი (1917-1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნება ცხოვრების
წლები
მეტსახელი დანაშაულის ჩადენის
პერიოდი
დანაშაულის ჩადენის
ადგილი
მოკლულთა რაოდენობა განაჩენის
გამოცხადების
წელი
განაჩენი
ზავენ ალმაზიანი[6]
1951-1973
„ფოლადის თითები“
1970
ვოროშილოვგრადი
4
1971
სიკვდილით დასჯა
ვალერი ასრატიანი
1958-1990
„რეჟისორი“
1988-1990
მოსკოვი
3
1991
სიკვდილით დასჯა
ალექსანდრე ბერლიზოვი[7]
გ. 1972
დნეპროპეტროვსკი
9
სიკვდილით დასჯა
ანატოლი ბირიუკოვი
„ჩვილებზე მონადირე“
1978
მოსკოვი
5
1979
სიკვდილით დასჯა
ბორის გუსაკოვი
1938-1968
„სტუდენტებზე მონადირე“
1963-1968
მოსკოვი
5
სიკვდილით დასჯა
ნიკოლოზ ჯუმაღალიევი
დ. 1952
„რკინის ეშვი“
1971-1991
ყაზახეთი, მოსკოვი
9
1981
აუცილებელი სამედიცინო ხასიათის ზომები
ანდრია ევსეევი
1955-1979
„ქალების მკვლელი წითელში“
1974-1977
მოსკოვი
9
1979
სიკვდილით დასჯა
ვლადიმერ იონესიანი
1937-1964
„მოსგაზი“
1963-1964
მოსკოვი, ივანოვო
5
1964
სიკვდილით დასჯა
ვასილი კომაროვი
1877-1923
„ადამიანი მანქანა“
1921-1923
მოსკოვი
33
1923
სიკვდილით დასჯა
ვასილი კულიკი
1956-1989
„ირკუტსკელი მონსტრი“
1982-1986
ირკუტსკი
13
1988
სიკვდილით დასჯა
ალექსანდრე ლაბუტკინი
1910-1935
„ცალხელა ყაჩაღი“
1933-1935
ლენინგრადის ოლქი
12
1935
სიკვდილით დასჯა
მიხეილ მაკაროვი
1962-1988
„ჯალათი“
1986
სანქტ-პეტერბურგი
3
1987
სიკვდილით დასჯა
გენადი მიხასევიჩი
1947-1987
„ვიტებსკელი მახრჩობელა“
1971-1985
ვიტებსკის ოლქი
36
1986
სიკვდილით დასჯა
ანატოლი ნაგიევი
1958-1981
„პუგაჩოვაზე მონადირე“
1975-1980
მოსკოვის ოლქი
6
1981
სიკვდილით დასჯა
სტანისლავ როგოლევი
1938-1984
1980-1981
რიგა, იურმალა
10
1984
სიკვდილით დასჯა
ანდრია სიბირიაკოვი
1964-?
„მანიაკი ლენენერგოდან“
1988
სანქტ-პეტერბურგი
5
1989
სიკვდილით დასჯა
იური სემიონოვი
1938-1993
„საბჭოთა ჰანიბალ-ლექტერი“
1991
სანქტ-პეტერბურგი,
მოსკოვი
3
1992
სიკვდილით დასჯა
ბორის სერებრიაკოვი
1941-1971
„ღამის პირუტყვი“
1969-1970
სამარა
9
1970
სიკვდილით დასჯა
ანატოლი სლივკო
1938-1989
„დამსახურებული მტანჯავი“
1964-1985
ნევინომისკი
7
1986
სიკვდილით დასჯა
ვლადიმერ სტოროჟენკო
1953-1984
1978-1981
სმოლენსკი
13
1983
სიკვდილით დასჯა
ალექსი სუკლეტინი
1943-1987
„ალიგატორი“
1979-1985
ყაზანი
7
1987
სიკვდილით დასჯა
სერგეი ტკაჩი
1952
„პავლოგრადელი მანიაკი“
1980-2005
დნეპროპეტროვსკის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი
29
2008
უვადო თავისუფლების აღკვეთა
ვლადიმერ ტრეტიაკოვი
1953-1979
„ყასაბი“
1977-1978
არხანგელსკი
7
1979
სიკვდილით დასჯა
ფილიპ ტიურინი
„ლენინგრადელი მანიაკი“
სანქტ-პეტერბურგი
14
1949
სიკვდილით დასჯა
ანატოლი უტკინი
1943-1975
„ულიანოვსკელი მანიაკი“
1968-1973
ულიანოვსკის ოლქი
9
1974
სიკვდილით დასჯა
ნიკოლოზ ფეფილოვი
1946-1988
„ურალელი მახრჩობელა“
1982-1988
სვერდლოვსკი
6
მოკლული იქნა კამერაში
კონსტანტინე ჩერემუხინი
„ბატაისკელი მკვლელი“
?-1989
როსტოვის ოლქი
4
სიკვდილით დასჯა
იგორ ჩერნატი
გ. 1987
1985
ლენინგრადის ოლქი
4
1987
სიკვდილით დასჯა
ანდრეი ჩიკატილო
1936-1994
„როსტოველი მფატრავი“
1978-1990
როსტოვის ოლქი
53
1992
სიკვდილით დასჯა
ნიკოლოზ შესტიაკოვი
1954-?
„ლიუბერცელი მანიაკი“
1975-1976
მოსკოვის ოლქი
12
სიკვდილით დასჯა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]