სპინალური ანესთეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპინალური ანესთეზია- ამ დროს ანესთეტიკი შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში.[1] შედეგად ტკივილის აღმქმელი იმპულსები მანამდე ითრგუნება, ვიდრე თავის ტვინს მიაღწევს. ზურგის ტვინი, ერთ-ერთი უმთავრესი ინსტანციაა, რომლის საშუალებითაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე განლაგებული ნერვული დაბოლოებებიდან ტკივილის იმპულსები თავის ტვინს გადაეცემა, სადაც ფორმირდება კიდეც ტკივილის შეგრძნება. სწორედ ამიტომ სპინალური ანესთეზიისას ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში, კერძოდ, იმ ზონაში, საიდანაც ოპერაციის ზომის შესაბამისი ნერვული წნული გამოდის, თხევადი ანესთეტიკი შეჰყავთ. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას.

გაუტკივარების ეს სახე ყველაზე ხშირად მენჯის ღრუს ორგანოებისა და ქვედა კიდურების ოპერაციისას გამოიყენება. ანესთეზიისას პაციენტი გვერდზე წევს ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლუტურად უმტკივნეულია, რადგან კანში წინასწარ შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი. ოპერაციისას პაციენტს, სურვილისამებრ, შეუძლია იყოს გონზე და არ განიცდიდეს არავითარ ტკივილს ან დაიძინოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2011) Pharmacology for Health Professionals. Elsevier Australia, გვ. 273–. ISBN 978-0-7295-3929-6.