სპილოს კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპილოს კუნძულის რუკა
სპილოს კუნძულის ხედი

სპილოს კუნძული არის ყინულით დაფარული მთიანი კუნძული ანტარქტიდის სანაპიროსთან. ის სამხრეთის ოკეანეში, სამხრეთ-შეტლანდის კუნძულების ჯგუფიდან ყველაზე მოშორებით მდებარეობს. მას სახელი ადრეულმა მკვლევარებმა უწოდეს, ამ კუნძულზე მობინადრე ზღვის სპილოების გამო. ის სამხრეთ გეორგიადან 1253 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, 935 კილომეტრში, სამხრეთით ფოლკლენდის კუნძულებიდან და 885 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰორნის კონცხიდან. კუნძული წარმოადგენს სადავო ტერიტორიას არგენტინასა, ჩილესა და ბრიტანეთს შორის.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის სიმაღლე, პარდოს ქედზე, ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლეს, 853 მეტრს აღწევს. კუნძულის მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ: იელჩოს კონცხი, ვალენტინის კონცხი და სათვალთვალო კონცხი რომლებიც მის უკიდურეს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ წერტილებს წარმოადგენენ. ასევე ვილდის წერტილი, ჭყალში შეჭრილი ხმელეთის პატარა ნაწილი კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სიმტკიცის მყინვარი არის კუნძულის მთავარი მყინვარი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Antarctica. Sydney: Reader's Digest, 1985.
  • Child, Jack. Antarctica and South American Geopolitics: Frozen Lebensraum. New York: Praeger Publishers, 1988.
  • Mericq, Luis. Antarctica: Chile's Claim. Washington: National Defense University, 1987.
  • Pinochet de la Barra, Oscar. La Antarctica Chilena. Santiago: Editorial Andrés Bello, 1976.
  • Stewart, Andrew, Antarctica: An Encyclopedia. London: McFarland and Co., 1990 (2 volumes).
  • "Elephant Island - An Antarctic Expedition" by Author Chris Furse, published by Anthony Nelson Ltd, 7 St. John's Hill Shrewsbury SY1 1JE Salop England, ISBN 0-904614-02-6