სპექტრუმის დიდი ენციკლოპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპექტრუმის დიდი ენციკლოპედია

სპექტრუმის დიდი ენციკლოპედია (ნიდ. Grote Spectrum Encyclopedie) — უნივერსალური ენციკლოპედია ნიდერლანდურ ენაზე, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „Het Spectrum“-მა. ძირითადი ტომები 1974-80 წლებში გამოვიდა უტრეხტში.

აღწერილობა[რედაქტირება]

ენციკლოპედია შეიცავს 5 ათასამდე ვრცელ სტატიას სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა სფეროდან. ყველა ილუსტრაცია და გაფორმება ფერადია, რაც მსგავსი ტიპის გამოცემებისათვის ნიდერლანდებში სიახლეს წარმოადგენს. 1972-1974 წლებში სპექტრუმის მთავარი რედაქტორი ინეს ვან-ეიკი იყო, რომელიც 1971-72 წლებში თავადაც ამზადებდა საენციკლოპედიე სტატიებს.

გამოცემის ტომები ჩვეულებრივ ბინაზე მიტანით იყიდებოდა, საერთო ღირებულება კი 2500 ჰოლანდიურ გულდენს შეადგენდა. შესაძლებელი იყო კრედიტით შეძენაც თვიური 60 გულდენის გადახდით.

1990-იან წლებში, როდესაც ინფორმაციის ახალი მატარებლები CD-ROM, DVD გაჩნდა, ენციკლოპედიის მეორე ბეჭდური გამოცემის პროექტი შეაჩერეს. ამის მიუხედავად, 2002 წელს გამოიცა ენციკლოპედიის აქტუალიზებული დამატება.

შემადგენლობა[რედაქტირება]

ენციკლოპედია ანბანურად A-დან Z-მდე დალაგებული ოცი ძირითადი ტომისგან შედგება, გარდა ამისა, მომდევნო ოთხი ტომი შეიცავს საკვანძო სიტყვებს განხილული თემებიდან და პირდაპირ ამისამართებს საჭირო გვერდზე. 24-ე ტომი ასევე შეიცავს ბიბლიოგრაფიას, რომელიც თავად ძირითად ტომებში არ გვხვდება. 1984 წელს გამოვიდა 25-ე დამატებითი ტომი განახლებებითურთ.

ტომი დასახელება შენიშვნა
1 Aal-Arg
2 Arg-Bew
3 Bew-Cau
4 Cau-Den
5 Den-Ele
6 Ele-Fra
7 Fra-Gra
8 Gra-Hum
9 Hum-Joo
10 Jor-Kub
11 Kun-Mal
12 Mal-Myc
13 Mijn-Ont
14 Ont-Pla
15 Pla-Res
16 Ret-Ske
17 Ski-De Sti
18 Sty-Var
19 Var-Wat
20 Wat-Zwo
21 Aa-Dyj სალექსიკონო ტომი
22 Dyk-Leh სალექსიკონო ტომი
23 Lei-Sau სალექსიკონო ტომი
24 Sau-Zzw, ბიბლიოგრაფია სალექსიკონო ტომი
25 დამატებანი დამატებითი ტომი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]