სპეროზის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპეროზის ქედი
სპეროზის ქედის ხედი დიდგვერდის მიდამოებიდან. ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს მთა ქოჩარა
სპეროზის ქედის ხედი დიდგვერდის მიდამოებიდან. ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს მთა ქოჩარა
კოორდინატები: 42°20′02″ ჩ. გ. 45°19′00″ ა. გ. / 42.334056° ჩ. გ. 45.316722° ა. გ. / 42.334056; 45.316722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ქოჩარა
სიმაღლე 3111 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა
სპეროზის ქედი — საქართველო
სპეროზის ქედი
სპეროზის ქედი — კახეთის მხარე
სპეროზის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

სპეროზის ქედიქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოება. მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალია ქოჩარა (3111 მ). ქედი აგებულია ქვედაიურული ასპიდური თიხაფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, არკოზული ქვიშაქვების ლინზებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ვიწრო ხევებით. არის მყინვარული ფორმები. თხემური ზოლი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, კალთები — ძირითადად წიფლნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]