სპერმაცეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპერმაცეტი (სპერმა და ბერძნ. κῆτος — ვეშაპი; ლათ.  cetaceum) — ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რთული ეთერისგან. სპერმაციტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. დნობის ტემპერატურა 53-54 °C-ია. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]