სპერმატოფორები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგანტური კალმარის სპერმატოფორები

სპერმატოფორები (ძვ. ბერძნულიდან σπέρμα „თესლი“ და φορός „მტარებელი“) — ზოგი ცხოველის სპერმის შეწებებული გროვები, რომლებიც გარემოცულია მამლის სასქესო გზებში წარმოქმნილი კაფსულით. სპერმატოფორებით ნაყოფიერდება რგოლოვანი ჭიების, მოლუსკების, ონიქოფორების, ხერხემლიანების (მაგ., ტრიტონები) შინაგანი განაყოფიერების მქონე ცალკეული ფორმები. სპერმატოფორების შეღწევა დედლის ორგანიზმში ხდება საკოპულაციო ორგანოებით (უმეტესად ე. წ. გონპოდიუმებით) ან სხვაგვარად (კანში ჩასობა, კლოაკით შეტაცება და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]