სპენსერის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპენსერის ყურე — ავსტრალია
სპენსერის ყურე
სპენსერის ყურე

სპენსერის ყურე — ყურე ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, ავსტრალიის დიდი ყურის დასავლეთით. მისი სიგრძეა 322 კმ, ოკეანესთან მიერთების ადგილის სიგანე 129 კმ. ყურის დასავლეთით მდებარეობს ეირის ნახევარკუნძული, აღმოსავლეთით იორკის ნახევარკუნძული, რომელიც თავის მხრივ გამოყოფს პატარა, წმინდა ვინსენტის ყურეს. ყურესთან მდებარე მნიშვნელოვანი ავსტრალიური ქალაქებია: უაიალა, პორტ-პირი, პორტ-ოგასტა.

სახელი ეწოდა მკვლევარ ჯორჯ სპენსერის პატივსაცემად. აღსანიშნავია, რომ ეს მკვლევარი უელსის პრინცესა დაიანას წინაპარი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]