სპეთის ზედამაცხოვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპეთის ზედამაცხოვარი

სპეთის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სპეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება X-XI საუკუნეების მიჯნა

სპეთის ზედამაცხოვარი — X-XI საუკუნების ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის ტერიტორიაზე, მდ. ყვირილას ხეობაში, მოსახლეობისაგან მოშორებით.

სპეთის ზედამაცხოვარის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „ზედა მაცხოვარი“ მკვიდრდება XIX საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია „ზედა მაცხოვარი“ და „ქვედა მაცხოვარი.“ მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ ნაწილობრივ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ აღადგინა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიეხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენი დროის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: „ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ“ ჩამოხსნილია და ეკლესიაშია შენახული. სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული და ავთენტური სახით შემორჩა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]