სპარტანული აღზრდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედგარ დეგა: „ახალგაზრდა სპარტელები“ (1861)

სპარტანული აღზრდა — აღზრდისა და სწავლების სახელმწიფო სისტემა სპარტაში ძვ. წ. VIII-IV საუკუნეებში. 7-8 წლიდან 20 წლამდე ასაკის ვაჟები სამხედრო ტიპის ინტერნატებში სწავლობდნენ. სპარტანული აღზრდა ითვალისწინებდა ფიზიკურ წრთობას, სამხედრო ხელოვნების დაუფლებას, აგრეთვე წერა-კითხვის, ლაკონიური მეტყველების, საგუნდო სიმღერისა და სამუსიკო ინსტურმენტებზე დაკვრის სწავლებას. გათვალისწინებული იყო აგრეთვე ქალიშვილთა ყოველმხრივი ფიზიკური აღზრდა ოჯახში.

გადატანითი მნიშვნელობით სპარტანული აღზრდა ეწოდება მკაცრი აღზრდის სისტემას, რომელიც აყალიბებს ფიზიკურ ამტანობას, ხასიათის სიმტკიცეს, ყოველგვარი სიძნელის დაძლევის უნარს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]