სპამი (ელექტრონული ფოსტა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპამი (ინგლ. Spam, Bulk ან Junk) არის ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც იგზავნება პიროვნების ან კომპანიის მიერ, მიმღების დაუკითხავად და სურვილის გარეშე. მსგავსი წერილები უმეტესწილად სარეკლამო ხასიათისაა. პიროვნებას, რომელიც მსგავს წერილებს გზავნის ეწოდება სპამერი. მათი ძირითადი მიზანია თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაცია.

როგორ ხვდება ჩვენი იმეილი სპამერის ხელში[რედაქტირება]

სპამერისთვის ყველაზე რთულია იმ იმეილების ხელში ჩაგდება, რომელთაც უნდა გაუგზავნოს ესა თუ ის იმეილი. რადგან აქ ლაპარაკია არ ერთ და ორ, არამედ ათასობით იმეილზე. ერთ-ერთი გზაა ასეთი იმეილების სხვა პიროვნებისგან მიღება - ყიდვა. (მაგალითად ისეთი საიტის მეპატრონისგან სადაც აუცილებელია იმეილის მითითება რეგისტრაციის გასავლელად).

მეთოდი პირველი[რედაქტირება]

სპამერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი იმეილ მისამართების მიღებას, რომელსაც ნამდვილად იყენებს და ამოწმებს ვინმე, ამის შესამოწმებლად ისინი აგზავნიან შემდეგი სახის იმეილს:

თუკი აღარ გინდათ რომ მიიღოთ
მსგავსი სახის წერილები ჩვენგან "დააკლიკეთ აქ"

თუკი ასეთი იმეილის მიმღები დააკლიკავს ამ ლინკზე, იგი თავისდა უნებურად შეატყობინებს სპამერს რომ ამ იმეილს მართლა ჰყავს პატრონი.

მეორე მეთოდი[რედაქტირება]

სპამერები ზოგჯერ ტექსტთან ერთად გზავნიან სურათს. შეიძლება იგი იმდენად პატარა იყოს რომ ვერც კი დავინახოთ. ყველა ამ სურათს განსხვავებული იმეილისთვის განსხვავებული სახელი აქვს. როდესაც იმეილს გავხსნით, ავტოამტურად ეგზავნება მოთხოვნა სურათის ჩატვირთვის შესახებ იმ სერვერს სადაც სურათის ატვირთული. ამის შესახებ კი სპამერები იგებენ და მათთვის ცნობილი ხდება, რომ თქვენ კითხულობთ ამ იმეილს.

გავრცელებული სახის სპამები[რედაქტირება]

ქვემოთ მოცემული 2006 წლისთვის ყველაზე გავრცელებული სპამების ტიპები.

სპამები კატეგორიის მიხედვით
პროდუქცია 25%
ფინანსური 20%
უფროსებისთვის 19%
ხულიგნობები 9%
ჯანმრთელობა 7%
ინტერნეტი 7%
გართობა 6%
რელიგია 4%
სხვა 3%