სოფი ვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფი ვილი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სოფი ხუციშვილი
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1990
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა ქართველი, უკრაინელი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, თრიფ-ჰოფი, ინდი
საქმიანობა მუსიკოსი/მომღერალი და კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 2011-დან დღემდე
საიტი ოფ. გვერდი
სოფი ვილი ვიკისაწყობში

სოფი ვილი (უკრ. Софі Віллі; ინგლ. Sophie Villy; ნამდვილი გვარი: ხუციშვილი; დ. 30 ოქტომბერი 1990) — ქართველი მომღერალი, რომელიც მოღვაწეობს უკრაინასა და აშშ-ში. მღერის ინგლისურ და ქართულ ენაზე. სოფი ასევე არის ქართული, ფრანგული და უკრაინული ფილმების საუნდტრეკების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფი ხუციშვილი დაიბადა 1990 წლის 30 ოქტომბერს მუსიკოს დათოსა და ინტერიერის დიზაინერ მილას ოჯახში, სოფის მამა დათო წარმოშობით საქართველოდანაა, ხოლო დედა — უკრაინიდან. სოფიმ სიმღერა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ათწლედში, თავდაპირველად ფორტეპიანოზე სწავლობდა დაკვრას, თუმცა ოთხი წლის შემდეგ გიტარაზე გადავიდა. თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო სიმღერების წერა, თექვსმეტი წლისამ კი თბილისის კლუბებში დაიწყო გამოსვლა მეგობართან — გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად.

ხუთიდან თხუთმეტ წლამდე სოფო სპორტშიც მოღვაწეობდა, კერძოდ წყალში ხტომაში. მოიგო Euromeeting 2002, რომელიც სტრასბურგში ტარდებოდა; აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეჯიბრებებში გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, უნგრეთსა და საფრანგეთში. მუხლის ტრავმის გამო სოფი სპორტიდან წამოვიდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება
2012 Mother Fish
2014 Dress

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სინგლი კომენტარი
2012 Position
2013 Connected ამავე სიმღერაზე შექმნილია მუსიკალური ვიდეო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]