სოფისტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფისტები (ბერძნ. σοφιστής — ბრძენი, ცრუბრძენი, გამომგონებელი) — ფართო მნიშვნელობით — მახვილგონიერი, პრაქტიკულად გაწაფული, მოხერხებული ადამიანები; ვიწრო მნიშვნელობით — სიბრძნისა და მჭერმეტყველების მასწავლებლები, ფილოსოფოსები, რომლებიც მოღვაწეობდნენ საბერძნეთში ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარსა და IV საუკუნის პირველ ნახევარში. მონათმფლობელური დემოკრატიის განვითარების პირობებში სოფდისტებმა განმანათლებლური როლი შეასრულეს. მათ სიბრძნის მასწავლებლობა პროფესიად გაიხადეს. სოფისტებმა ფილოსოფოსიური კვლევის ცენტრში ადამიანი დააყენეს. განასხვავებენ სოფისტთა ორ თაობას: უფროსი თაობის სოფისტები (პროტაგორა, ჰიპია, გორგია) და უმცროსი თაობის სოფისტებს (ევთიმედე, თრასიმაქე, კრიტონი, კალიკლე).

სოფისტები — „ცრუბრძენები“[რედაქტირება]

ძვ. წ. IV საუკუნიდან უმცროსი თაობის სოფისტებმა ხელი აიღეს ჭეშმარიტების ძიებაზე და პრაგმატული მიზნით თავიანთთვის სასარგებლო შეხედულების მოჩვენებითი გამართლება დაიწყეს. ამ დროიდან სოფისტური მოძრაობა ცრუმეცნიერული გახდა, სახელი გაუტყდა. სოფისტებს ებრძოდნენ სოკრატე და პლატონი. არისტოტელემ „მოჩვენებითი სიბრძნე“ უწოდა სოფისტიკას, სოფისტი კი — იმას, ვინც იცის, თუ „როგორ მოიგოს ფული“. სოფისტებს დიდხანს უარყოფითად აფასებდნენ. მხოლოდ ჰეგელმა აღნიშნა მათი ცნებითი აზროვნების ”მოქნილობა” და დიალექტიკურობა.

სოფისტებმა საფუძველი მოუმზადეს ლოგიკის მეცნიერების განვითარებას, ხელი შეუწყვეს დასკვნა-დასაბუთების ფორმათა დამუშავებასა და ენის გრამატიკული ფორმების კვლევას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჭელიძე მ. ქსე, ტ.9, გვ. 478-479, თბ., 1985.
  • Blackwell, Christopher. Demos: Classical Athenian Democracy. 28 February 2003. The Stoa: a Consortium for Scholarly Publication in the Humanities. 25 April 2007.
  • Guthrie, W. K. C. Vol. 3 of History of Greek Philosophy. Cambridge: Cambridge University Press, 1969
  • Jarratt, Susan C. Rereading the Sophists: Classical Rhetoric Refigured. Carbondale and Edwardsville: Southern Illinois University Press, 1991.
  • Kerferd, G.B., The Sophistic Movement, Cambridge University Press, Cambridge, UK, 1981 (ISBN 0-521-28357-4).
  • Rosen, Stanley, Plato's 'Sophist', The Drama of Original and Image, Yale University Press, New Haven, CT, 1983.
  • Sprague, Rosamond Kent, The Older Sophists, Hackett Publishing Company (ISBN 0-87220-556-8).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]