სოსლან ნანიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოსლან ნანიევი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სოსლან ნანიევი
დაბადების
თარიღი
8 დეკემბერი, 1989 (1989-12-08) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
გურჯაანი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 192 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
2007–2008 ალანია ვლადიკავკაზი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 მაშუკ-კმვ 12 (0)
2010–2012 კავკაზტრანსგაზი 59 (0)
2012–2013 ჩერნომორეცი 6 (0)
2013–2015 სპარტაკი 8 (0)
2015–2016 სიონი 9 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სოსლან ნანიევი (რუს. Сослан Валерьевич Наниев; დ. 8 დეკემბერი, 1989, გურჯაანი) — რუსი ფეხბურთელი, მეკარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გურჯაანში, ოჯახთან ერთად მალევე ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი მოსკოვში. ფეხბურთის თამაში დაიწყო „სპარტაკის“ ახალგაზრდულ გუნდში. თამაშობდა „ალანიას“ ჯერ ახალგაზრდულ, შემდეგ მეორე გუნდში, რომელიც რუსეთის დონით მეოთხე ჩემპიონატში გამოდიოდა. 2007 წლის აგვისტოში გადავიდა ძირითად გუნდში, სადაც 2 სეზონის მანძილზე არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. შემდეგ ირიცხებოდა პიატიგორსკის „მაშუკ-კმვ“-ში, 2 სეზონი გაატარა სტავროპოლის „კავკაზტრანსგაზში“, სადაც ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. 2012–13 წლების სეზონში 6 მატჩი ჩაატარა ნოვოროსიისკის „ჩერნომორეცში“, 2013–2015 წლებში თამაშობდა ცხინვალის „სპარტაკის“, ხოლო 2015–2016 წლებში ბოლნისის „სიონის“ შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]