სოსანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სოსანი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Consolida | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სოსანი (Consolida) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. ფოთლები თათისებრგანკვეთილია. ყვა ვილები ზიგომორფულია, ღია ან მუქი იისფერი. ნაყოფი ფოთლურაა. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროა ზომიერ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე ხშირია Consolida divaricata. სოსანი იზრდება ველებში, ნახევრად უდაბნოებში, ქვიშიან და ქვიან ფერდობებზე. ნათესებში (სარეველად), დანაგვიანებულ ადგილებზე. სოსანის ზოგიერთი სახეობა გამოიყენება სამღებრო საქმეში, ზოგიერთი დეკორატიულია, ზოგიც — შხამიანი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 476, თბ., 1985 წელი.