სონია რიკიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სონია რიკიელი

სონია რიკიელი (ფრანგ. Sonia Rykiel; დ. 25 მაისი, 1930. პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მოდის დიზაინერი.

ეთნიკურად პოლონელი-ებრაელი სონია რიკიელი დაიბადა 1930 წელს პარიზში, საფრანგეთი. 17 წლის ასაკში, სონია პარიზული ტექსტილის მაღაზიის ვიტრინების გასაფორმებლად გაიქირავეს. მოგვიანებით, იგი ცოლად გაჰყვა ბუტიკის მეპატრონეს, რომელიც ელეგანტურ ტანსაცმელს ყიდდა. 1962 წელს, როდესაც სონია ფეხმძიმედ იყო, მან ვერ იპოვა ვერცერთი სვიტრი, რომელიც ორსულ ქალს მოუხდებოდა. ამიტომაც, მან მისი მეუღლის ვენეციელი მომწოდებლების მომსახურებით ისარგებლა და საკუთარი ტანისამოსი შექმნა.