სოლფატარა
|
სოლფატარა |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 458 მ[1] | |
| ბოლო ამოფრქვევა | 1198 | |
სოლფატარა (იტალ. Cratere Solfatara) — ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერი ქალაქ პოცუოლის მიდამოებში (იტალია). გაწოლილია ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით. ჩამქრალი ვულკანია, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგირდის გამოყოფა. კრატერის დიამეტრი უდრის 770 მ-ს. მისი ფსკერი ბრტყელია და მოფენილია თიხისებრი ქერქით. ადგილ-ადგილ გამომუშავებულია პატარა ორმოები, რომლებშიც დუღს გოგირდი და ტალახი, ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი, სადაც ქარს მასთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც. კრატერის ერთ-ერთი კედელში გამომუშავებულია ე.წ. „ძაღლის გამოქვაბული“ სადაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა აირი, რის გამოც იღუპებიან იქ მობინადრე ცხოველები. ზედაპირი გავარვარებულია. კრატერი ტურიზმის ღირსშესანიშნავი ობიექტია. განვითარებულია ფუმაროლები და ტალახიანი აბაზანები.
ორთქლს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდენ რომის იმპერიაში. სოლფატარა წარმოიქმნა დაახლოებით 4000 წლის წინ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1198 წელს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ვულკანი სოლფატარა (ინგლისური)
- ვულკანი სოლფატარა (იტალიური) (ინგლისური) (ფრანგული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Rollo Steffens: "Italiens Vulkane - Die schönsten Wanderungen vom Vesuv zum Ätna", Bruckmann Verlag München, 2004. ISBN 3-7654-3990-8.