ალექსანდრე სოლჟენიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოლჟენიცინი, ალექსანდრე)
ალექსანდრე სოლჟენიცინი
რუს. Александр Исаевич Солженицын
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1918(1918-12-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი კისლოვოდსკი, საბჭოთა რუსეთი[1]
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 2008(2008-08-03)[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო[15]
საქმიანობა მწერალი[9] , ისტორიკოსი[9] , რომანისტი, სცენარისტი[9] , დრამატურგი[9] , პოეტი, საზოგადო მოღვაწე, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, school teacher, სამხედრო, militant[9] და მწერალი[10]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი და როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტიკა, ესე, რომანი, Q32361017?, ლექსიკოგრაფია და Q14914597?
Magnum opus ივან დენოსოვიჩის ერთი დღე, წრეში პირველი, კიბოს კორპუსი, არქიპელაგი გულაგი, ორასი წელი ერთად და Q116926527?
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[16] [17] , მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ტემპლტონის პრემია, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „კენიგსბერგის აღებისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[18] , Grand Cross of the Order of the Star of Romania, Order of St. Andrew the Apostle the First-Called, სირაკიუსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[19] , რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, International Botev Prize[20] და TEFI
მეუღლე ნატალია სოლჟენიცინა და Natalya Reshetovskaya
შვილ(ებ)ი იგნატ სოლჟენიცინი
ხელმოწერა
საიტი solzhenitsyn.ru
solzhenitsyncenter.org

ალექსანდრე სოლჟენიცინი (რუს. Александр Исаевич Солженицын) (დ. 11 დეკემბერი 1918, კისლოვოდსკი — გ. 3 აგვისტო, 2008, მოსკოვი) — რუსი მწერალი, პუბლიცისტი და საბჭოთა დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1970), ავტორი ტრილოგიისა არქიპელაგი გულაგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კისლოვოდსკში, რუსეთი. მამა, ისააკ სოლჟენიცინი, ახალგაზრდა არმიის ოფიცერი, ნადირობისას დაიღუპა და შვილი დედამ ქსენია სოლჟენიცინა-შერბაკმა გაზარდა. მისი ბავშვობა დაემთხვა რუსეთის სამოქალაქო ომს, დედის ოჯახის მამული 1930 წელს განკულაკებას მოჰყვა და კოლმეურნეობას ჩაბარდა. მას შემდეგ იჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა.

დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი, პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში. მუშაობდა მასწავლებლად. 1940 წელს იქორწინა თანაკურსელ ნატალია რეშეტოვსკაიაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო საბჭოთა არმიის კაპიტანი, სამხედრო სამსახურისას დააჯილდოვეს ორჯერ. 1945 წელს დააპატიმრეს, პირად საუბარში სტალინის კრიტიკისთვის.

სასჯელის პირველ ნაწილს სოლჟენიცინი სხვადასხვა შრომით-გამასწორებელ ბანაკში იხდიდა; "საშუალო ფაზა", როგორც თავად უწოდებს, გაატარა შარაშკაში, სპეციალურ სამეცნიერო-კვლევით ბანაკში, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აკონტროლებდა: ეს გამოცდილება სახელწოდებით "პირველი ციკლი" მან შემდგომში დასავლეთში გამოაქვეყნა 1968 წელს. 1950 წელს იგი სპეცბანაკში გააგზავნეს პოლიტიკური პატიმრებისთვის. ეს ბანაკი ეკიტასტუზში, ყაზახეთი, მდებარეობდა და აქ მას სამშენებლო მუშად ამუშავებდნენ. აქ გადარებული დრო საფუძვლად დაედო მის წიგნს "ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებაში." ამ პერიოდში ამოუღეს მას სიმსივნე, თუმცა შესაბამისი დიაგნოზი არ დაუსვამთ.

1953 წლის მარტიდან სოლჟენიცინს მთელი ცხოვრება შინა პატიმრობა მიესაჯა კოლ-ტერეკში, სამხრეთი ყაზახეთი. მისი სიმსივნე გართულდა და წლის ბოლოსთვის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. 1954 წელს მას ნება დართეს მკურნალობა ტაშკენტის საავადმყოფოში გაევლო, სადაც იგი განიკურნა. ეს გამოცდილება საფუძვლად დაედო რომანს "კიბოს საკანი" და მოთხრობას "მარჯვენა ხელი". რეაბილიტირებული იქნა 1957 წელს.

სწორედ გადასახლების პერიოდში საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობისას იწყებს სოლჟენიცინი საიდუმლოდ ღამღამობით წერას. ის მოგვიანებით აღნიშნავდა მის მოკლე ავტობიოგრაფიულ ნაკრვევში, რომელიც მან ნობელის პრემიის მიღების პერიოდში დაწერა, რომ "მთელი ხნის განმავლობაში 1961 წლამდე, მე არა მხოლოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერცერთ ჩემს დაწერილ სტრიქონს ვნახავდი დაბჭდილს ჩემი სიცოცხლის პერიოდში, არამედ, ასევე ვერცერთ ჩემ უახლოეს მეგობარსაც კი ვერ წავაკითხებდი რაიმეს ჩემს დაწერილთაგან, იმის შიშით, რომ ეს ცნობილი გახდებოდა."

ბოლოს, როცა უკვე 42 წლის იყო, მან მიმართა პოეტს, ჟურნალი ნოვი მირის მთავარ რედაქტორს ალექსანდრე ტვარდოვსკის ნაწარმოების "ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან" ხელნაწერით. რომანი გამოქვეყნდა 1962 წელს პირადად ნიკიტა ხრუშჩოვის ნებართვით. ეს ერთადერთი მისი წიგნის მასშტაბის ნაწარმოები იყო, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოიცა. ამ ნაწარმოებით ავტორმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. სოლჟენიცინმა საერთაშორისო საზოგადოებას პირველად ამცნო გულაგის არსებობის შესახებ და წარმოუჩინა მდგომარეობა საბჭოთა ბანაკებში. წიგნი სენსაცია გახდა, ვინაიდან ეს პირველი საბჭოთა ლიტარატურული ნაწარმოები იყო 20-იანი წლების შემდეგ პოლიტიკურ თემაზე, რომელიც პარტიის წევრის მიერ არ იყო დაწერილი, ადამიანისგან რომელიც ციმბირს იქნა გაგზავნილი თავისუფალი აზროვნებისთვის და ამისდა მიუხედავად ცენზურას გადაურჩა. ამ მნიშვნელობით სოლჟენიცინის პუბლიკაცია თითქმის გაუგონარი შემთხვევა იყო პოლიტიკის თავისუფალი, შეუზღუდავი განხილვისა ლიტერატურის მეშვეობით. თუმცა ხრუშოვის 1964 წელს მთავრობიდან გადაყენების შემდეგ ეს შესაძლებლობა მალე დაიხურა. სოლჟენიცინი არ ნებდებოდა და კვლავ ცდილობდა ტვარდოვსკის მეშვეობით შემდეგი რომანი კიბოს საკანის გამოქვეყნებას ლეგალურად, თუმცა უშედეგოდ. თუნცა მწერალთა კავშირში ბევრი მის ნამუშევარს მხარს უჭერდა, მის გამოქვეყნებას ცენზურის გარეშე ვერავინ ბედავდა.

მინის ნამუშევრების ბეჭდვა მყისვე შეწყდა; როგორც მწერალი ის ნონ-გრატა გახდა და 1965 წელს სუკმა ზოგიერთი მისი ნამუშევრების კონფისკაცია მოახდინა, პირველი წრის ხელნაწერების ჩათვლით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სოლჟენიცინი აგრძელებდა ჩუმად მუშაობას მის ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტურ არქიპელაგ გულაგზე. თავდაპირველად მისი ხელნაწერების დაკარგვამ იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა მალევე გაითვითცნობიერა, რომ მათი დაკარგვით ის თავისუფლდებოდა ოფიციალურად აღიარებული მწერლის პრეტენზიულობისგან და უფრო თავისუფლად შეეძლო წერა. 1967 წელს სოლჟენიცინი გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. გაურკვეველია ის პირობები, თუ როგორ ახერხებს სოლჟენიცინი თავის რჩენას ამ პერიოდში, ვინაიდან მას არც წიგნების გამოქყვენებიდან ჰქონდა შემოსავალი და არც მასწავლებლობიდან.

1970 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომლის მიღება მან მხოლოდ დეპორტაციის შემდეგ შეძლო. არქიპელაგი გულაგი, რომელიც შემდეგ მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები გახდა, პირველად გამოქვეყნდა პარიზში 1973 წელს. 1974 წელს დააპატიმრეს და ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა. მალევე დეპორტირებული იქნა დასავლეთ გერმანიაში.

გარკვეული დრო ევროპაში ყოფნის შემდეგ დასახლდა ამერიკაში, ვერმონტის შტატში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოლჟენიცინს აღუდგინეს რუსეთის მოქალაქეობა. სოლჟენიცინი გარდაიცვალა 2008 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში 90 წლის ასაკში. შვილის, იგნატის სიტყვებით, გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მწვავე უკმარისობა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლჟენიცინის შემოქმედება დიდწილად განსაზღვრა მისმა პირადმა გამოცდილებამ გადასახლების და პატიმრობის წლებში. სწორედ ამ დროს იგი ტოვებს ახალგაზრდულ მარქსისტულ გატაცებებს და უბრუნდება რელიგიურ ფილოსოფიურ ხედვას. მისი ქრისტიანულ–მორალური პოზიცია გადმოცემულია რიგ ლიტერატურულ ქმნილებებში, მათ შორის მის პირველ ნაწარმოებში ივან დენისოვიჩის ერთი დღე და მონომენტურ შრომაში არქიპელაგი გულაგი.

ივან დენისოვიჩის ერთი დღე აღწერს პატიმარ ივან დენისოვიჩ შუხოვის კოლონიაში ცხოვრების ერთ დღეს. ნოველა სენსაცია გახდა არა მარტო დასავლეთში არამედ შაბჭოთა კავშირშიც. სოლჟენიცინის შრომების ბეჭდვა სასწრაფოდ შეჩერდა. მასზე მეთვალყურეობას აწარმოებდნენ სუკის აგენტები. მიუხედავად ამისა, მეგობრების ხელშეწყობით სოლჟენიცინი ფარულად აგრძელაბდა მუშაობას ტრილოგიზე არქიპელაგი გულაგი, მისი ნაწარმოებები კი სამიზდატის საშუალებით ვრცელდებოდა.

არქიპელაგი გულაგი წარმოადგენს სამ ნაწილიან ისტორიულ–მხატვრულ კვლევას საბჭოთა საპატიმრო ბანაკების სისტემის შესახებ. ემყარებოდა სოლჟენიცინის პირად გამოცდილებას და ასევე 227 ყოფილი პატიმრის აღიარებებს. სისტემა განხილულია ლენინის მიერ მისი საფუძვლის ჩაყრიდან კომუნისტური რეჟიმის განვითარების მხარდამხარ. არქიპელაგ გულაგის გამოქვეყნებიდან მალე სოლჟენიცინი გააძევეს საბჭოთა კავშირიდან.

დასავლეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთში სოლჟენიცინი აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის, საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის ისტორიის განხილვაში. შექმნა ისტორიული ციკლი 1917 წლის რუსეთის რევოლუცია. გამოდიოდა არა მარტო საბჭოთა რეჟიმის არამედ თანამედროვე დასავლური კულტურის წინააღმდეგაც. აღმოსავლეთში კომუნისტური ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების პირობებში საფრთხედ მიიჩნევდა დასავლეთში სულიერი და მორალური პრინციპების დაქვეითებას. მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთში დომინანტურ პოპ კულტურას.

რუსული პატრიოტიზმისა და რუსული ორთოდოქსულ–ქრისტიანული მოსაზრებების გამო სოლჟენიცინი მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ლიბერალების და სეკულარისტების მხრიდან. 1978 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხის მინიჭების შემდეგ, მის მიერ წაკითხულ სწავლის დაწყების მიმართვაში (Commencement address) გადმოცემულია მისი შეხედულებები დასავლური საზოგადოების შესახებ.

რუსეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში დაბრუნების შემდეგ სოლჟენიცინმა დაწერა რამდენიმე პოლიტიკური წერილი თანამედროვე რუსეთის შესახებ. 1998 წელს უარი განაცხადა ანდრია პირველწოდებულის ორდენზე: "მთავრობისგან რომელმაც რუსეთი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა ჯილდოს მიღება არ შემიძლია".

გამოაქვეყნა ორ ტომიანი ისტორიული ნაშრომი რუსულ–ებრაულ ურთიერთობებზე ორასი წელი ერთად (2001, 2002), სადაც კრიტიკოსების ინტერპრეტაციით ვლინდება მისი ანტისემიტიზმი და აზრები რუსი ხალხის სხვა ერებზე უპირატესობის შესახებ.

სხვადასხვა ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუს დისიდენტ მწერალს ვლადიმერ ვოინოვიჩს სოლჟენიცინის ლიტერატურული პროტოტიპი სის სიმიჩ კარნავალოვი (პორტრეტი მითის ფონზე, 2002) აღწერილი ჰყავს როგორც ეგომანიაკური დიქტატორი მწერალი, რომელსაც უნდა დაანგრიოს საბჭოთა კავშირი და გახდეს რუსეთის იმპერიის ცარი.

სოლჟენიცინის ყველა შვილი არის ამერიკის მოქალაქე. ერთ-ერთმა მათგანმა, იგნატმა წარმატებას მიაღწია როგორც პიანისტმა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118642464 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 BeWeB
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. Evidence zájmových osob StB
  13. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 381–387. — ISBN 5-94848-307-X
  14. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/03/AR2008080301249.html?hpid=moreheadlines
  15. https://web.archive.org/web/20080809023835/http://en.rian.ru/culture/20080804/115673613.html
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1970/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. http://www.ras.ru/win/db/award_dsc.asp?P=id-1.ln-ru
  19. https://news.syr.edu/blog/2008/05/01/syracuse-university-to-present-honorary-degrees-to-nine-individuals-of-exceptional-achievement-at-commencement-may-11/
  20. https://tweakingo.com/aleksandr-solzhenitsyn-quotes-and-short-biography/