სოლონგოი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სოლონგოი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Mustela altaica | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სოლონგოი (Mustela altaica) — ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 31 სმ, კუდისა —15 სმ, მასა 400 გ აღწევს. აქვს მოქნილი, დაბალი სხეული, მოკლე ბეწვი. ფერად მოყვითალო-ქარცია, თავი — მომურორუხი. გვხვდება აზიაში (ჩრდილოეტ ნაწილის გარდა). ყაზახეთში, შუა აზიაში, ალთაიზე და სამხრეთ ზღვისპირეთში, იკვებება პატარ-პატარა ხერხემლიანებით და მწერებით. ზოგან ზიანი მოაქვს ონდატრების მეურნეობისათვის. სოლონგოის სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 458, თბ., 1985 წელი.