სნოუი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სნოუი
მდინარე სნოუი
მდინარე სნოუი
დახასიათება
სიგრძე 352 კმ
აუზის ფართობი 15,779 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე დიდი წყალგამყოფი ქედი
ჩაედინება ბასის სრუტე
ქვეყნები ავსტრალიის დროშა ავსტრალია

სნოუი (ინგლ. Snowy River) — მთავარი მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში. გაედინება ახალი სამხრეთი უელსისა და ვიქტორიის შტატების ტერიტორიაზე. სათავე აქვს მთა კოსციუშკოს კალთებზე, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. სიგრძე 352 კმ, აუზის ფართობი 15 779 კვ.კმ. ადგილ-ადგილ მიედინება ღრმა ხეობაში, ერთვის ტასმანიის ზღვის ბასის სრუტეს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. სნოუის წყლებს იყენებენ სარწყავად და ენერგეტიკისათვის.

სნოუის ქვემო ნაწილში, ჯინდაბაინის ჯებირის ქვემოთ, მდებარეობს ოთხი მნიშვნელოვანი წყალვარდნილი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Gilligan, D. and Williams, S. (2008). Changes in fish assemblages after the first flow releases to the Snowy River downstream of Jindabyne Dam. Snowy River Recovery: Snowy River Flow Response Monitoring, NSW Department of Water and Energy.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: