სნაიფედლსიოკიუდლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სნაიფედლსიოკიუდლი
სნაიფედლსიოკიუდლი ზამთარში
სნაიფედლსიოკიუდლი ზამთარში
კოორდინატები: 64°48′ ჩ. გ. 23°47′ დ. გ. / 64.800° ჩ. გ. 23.783° დ. გ. / 64.800; -23.783

სნაიფედლსიოკიუდლი მდებარეობა ისლანდია

Blue Fire.svg

სნაიფედლსიოკიუდლი (ისლ. Snæfellsjökull) — მყინვარი ისლანდიაში; მდებარეობს ნახევარკუნძულ სნაიფელსნესის კიდეზე, ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში. მყინვარის სიმაღლეა 1446 მეტრი. მყინვარის დედნისეული სახელი ქართულად გამოითქმის როგორც სნაიფედლსჲოკჲუდლ.

ყინულის ქვეშ მდებარე ვულკანი სნაიფელდსი ისლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. ყინულით დაფარულ ვულკანს სახელი გაუთქვა ფრანგმა მწერალმა ჟიულ ვერნმა, რომელმაც 1864 წელს თავის რომანში „დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობა“ მოქმედების არეალად სწორედ ეს ადგილი შეარჩია. ვერნმა მოახერხა სნაიფედლსიოკიუდლისთვის „ქვესკნელის კარიბჭის“ რეპუტაცია დაემკვიდრებინა.

ვულკანი უკანასკნელად XVIII საუკუნეში ამოიფრქვა, თუმცა საბოლოოდ ჩამქრალად დღემდე არ მიიჩნევენ.

დარში მყინვარის დანახვა რეიკიავიკიდანაც შეიძლება ფაქსაფლოუის ყურეზე გახედვით, იმის მიუხედავად, რომ ყურიდან მყინვარი დაახლოებით 120 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]