სლოვენიის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვენიის შეიარაღებული ძალები
სლოვენიის შეიარაღებული ძალები
Slovenska vojska
დაარსდა 1991 წელს
შტაბი ლიუბლიანა, სლოვენია
ალიანსი NATO
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვა
საზღვაო ძალები სამხედრო-საზღვაო ძალები
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი
მინისტრი რომან იაკიჩი
მინისტრის წოდება სლოვენიის თავდაცვის მინისტრი
გენერალური შტაბის მეთაური ბრიგადის გენერალი დობრან ბოჟიჩი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18
გაწვევა გაუქმდა 2003 წელს
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 496 929, 17 წლ. (მოხალისე) (2005)
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 405 593, 17 წლ. (მოხალისე) (2005)
აქტიური სამხედრო პერსონალი 7 300 (პროფესიონალი ჯარისკაცი) (მსოფლიო რეიტინგში 123-ე)
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 1,500 (საკონტრაქტო-სარეზერვო ჯარისკაცები)
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი 378 575 978 (2013)[1]
მშპ-ის პროცენტი 1.02% (2013)[2]

სლოვენიის შეიარაღებული ძალები (სლოვენ: Slovenska vojska) — სლოვენიის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს სლოვენიის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია (Slovenska vojska), სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვა (Brigada zračne obrambe in letalstva Slovenske vojske), სამხედრო-საზღვაო ძალები (Slovenska Mornarica).

2003 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.

სლოვენიის არმია პატრულირებს კოსოვოში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიის არმიას 100 წელზე მეტი ისტორია აქვს. თანამედროვე არმიის არსებობა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვის საფუძველზე დაფუძნებული სლოვენიის სამხედრო ძალების შექმნით დაიწყო. თავიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულო იყო, ქვეყნის 18 წელს მიღწეული ყოველი მამაკაცისთვის. 2003 წლიდან კი შეირაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.

სლოვენია ნატო-ს წევრია და მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-19. ციტირების თარიღი: 2014-05-24.
  2. [1]