სლოვაკისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სლოვაკისტიკა ეწოდება მეცნიერულ დისციპლინას, რომელიც დაკავებულია სლოვაკური ენის, ამ ენაში შემავალი დიალექტების, სლოვაკური ლიტერატურის შესწავლით. სლოვაკისტიკა სხვაგვარად ასევე სლოვაკურ ფილოლოგიასაც უწოდებენ, მაგრამ სლოვაკური ფილოლოგია მაინც ამ მეტად მრავალფეროვანი სამეცნიერო დისციპლინის მხოლოდ ერთ ნაწილს აღნიშნავს.

სლოვაკისტიკა არის სლავისტიკური, კერძოდ კი დასავლეთსლავისტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, თუმცა თავისი უფრო ფართო მნიშვნელობით შეიძლება მოიცავდეს სლოვაკი ერის ისტორიულ, ქვეყანათმცოდნეობით, კულტუროლოგიურსა და სხვადასხვაგვარ მეცნიერულ შესწავლასა და კვლევას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]