სლოვაკეთის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვაკეთის პარლამენტი

სლოვაკეთის პოლიტიკური სისტემა — ემყარება მრავალპარტიულობას და მოქცეულია საპარლამენტო დემოკრატიის ჩარჩოში. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ქვეყნის პარლამენტი და რიგ შემთხვევებში მმართველობა შეიძლება განხორციელდეს მთავრობის ან უშუალოდ მოქალაქეების მიერ.

აღმასრულებელ ხელისუფლება ხორციელდება მთავრობის მიერ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციამდე, ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური დიქტატურა იყო, რომელსაც ე.წ. ეროვნულ ფრონტთან ალიანსში მყოფი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მართავდა. რევოლუციის ჩემდეგ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე ქვეყანას დროებით მთავრობა მართავდა. 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა გუსტავ ჰუსაკმა ქვეყნის მმართველობა ურთიერთშეთანხმების ეროვნულ მთავრობას (ჩეხ. Vláda národního porozumění, სლოვაკ. Vláda národného porozumenia) გადასცა. ახალ მთავრობას მარიან ჩალფა მეთაურობდა და მასში 10 კომუნისტი და 9 არაკომუნისტი წევრი. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მისაღებად მზადება დაიწყო.

1990 წლის 8–9 ივნისს ჩეხოსლოვაკიის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ჩალფას მეორე მთავრობა 1990 წლის 27 ივნისს დაიშალა. ხელისუფლებაში „მსხვერპლთა ეროვნული მთავრობა“ (ჩეხ. Vláda národní oběti, სლოვაკ. Vláda národnej obete) მოვიდა, რომელსაც ასევე მარიან ჩალფა მეთაურობდა. 1992 5-6 ივნისს, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ჩალფას მესამე მთავრობა 1992 წლის 2 ივლისს დაიშალა, ხოლო ხელისუფლება „ჟან სტრასკის მთავრობამ“ (ჩეხ. Vláda Jana Stráského, სლოვაკ. Vláda Jana Stráského) ჩაიბარა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი 1992 წლის 31 დეკემბერს ჩეხოსლოვაკიის დაშლასთან ერთად დაიშალა.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს ფედერალიზმის პრინციპებზე მოწყობიდან გამომდინარე, ჩეხოსლოვაკიის ფედერალური მთავრობის საფარქვეშ, ორი ეროვნული მთავრობა (ჩეხთა და სლოვაკთა) ჩამოყალიბდა. სლოვაკეთის ეროვნულ მთავრობას, 1989 წლის 12 დეკემბრიდან 1990 წლის 26 ივნისამდე მილან ჩიჩი მეთაურობდა. 1990 წლის 8–9 ივნისს ჩეხოსლოვაკიის საპარლამენტოსთან ერთად ჩეხოსლოვაკიის ფედერალური არჩევნებიც გაიმართა. ჩიჩის შემდეგ სლოვაკთა ეროვნულ მთავრობას ხელმძღვანელობდნენ: ვლადიმირ მეჩიარი (1990-1991), იან ჩარნოგურსკი (1991-1992), ვლადიმირ მეჩიარი (1992-1994).

პოლიტიკური პარტიები და არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმის უფლება: 18 წლის ასაკიდან; საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

საპრეზიდენტო არჩევნები: პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი წესით, ხმათა უმრავლესობით, ორ-ტურიან სისტემით, 5 წლიანი ვადით. ამჟამინდელი პრეზიდენტის ასარჩევად ორ-ტურიანი არჩევნები გახდა საჭირო, რომელიც გაიმართა 2014 წლის 15 მარტსა და 29 მარტს (შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2019 წელს).

საპარლამენტო არჩევნები: სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) (სლოვაკ. Národná rada Slovenskej Republiky) წევრები ირჩევიან 4 წლის ვადით, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნიდერლანდების მსგავსად, სლოვაკეთშიც ერთიანი ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქია. საარჩევნო ბარიერი არის 5 %. სლოვაკეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2010 წლის 12 ივნისს.


 •   2012 წლის 10 მარტის სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) არჩევნების შედეგები
პარტიები ხმები % მოპოვებული მანდატი
ადრე ახლა ±
კურსი - სოციალური დემოკრატია 1 134 280 44.41 62 83
21
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 225 361 8.82 15 16
1
სლოვაკეთის ჩვეულებრივი ხალხი 218 537 8.55 0 16
16
სლოვაკეთის ხიდი 176 088 6.89 14 13
-1
სლოვაკეთის დემოკრატიული და ქრისტიანული კავშირი – დემოკრატიული პარტია 155 744 6.09 28 11
-17
თავისუფლება და სოლიდარობა 150 266 5.88 12 11
-1
სლოვაკეთის ნაციონალური პარტია 116 420 4.55 9 0
-9
უნგრეთის კოალიციის პარტია 109 483 4.28 0 0
0
სახალხო პარტია – მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის 23 772 0.93 0 0
0
სხვა 243 775 9.6 0 0
0
სულ 2 553 726 100 150 150 0

თარგი:სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2014