სლიმონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Slimonia
Slimonia acuminata
Slimonia acuminata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
ქვეტიპი: ქელიცერიანები
კლასი: †Eurypterida
ზეოჯახი: Slimonioidea
ოჯახი: Slimoniidae
გვარი: Slimonia
ლათინური სახელი
Slimonia

სლიმონია (ლათ. Slimonia) ესაა გვარი სილურული პერიოდის ევრიპტერიდებისა. ახლოს იდგა ცნობილ გვართან Pterygotus. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, სლიმონიას სხეული უფრო პატარა და შევიწროებული იყო. კუდის ნემსისებური წანაზარდი Pterygotus შედარებით გრძელი გააჩნდათ. სლიმონია ცხოვრობდა განსაკუთრებით მტკნარ წყლებში, როდესაც Pterygotus ზღვებში ბინადრობდა. საკვებად იყენებდა მტკნარი წყლის თევზებს, როგორებიცაა Heterostraci და ადრინდელი Osteostraci. ქელიცერების მეშვეობით მტაცებელი სლიმონია თევზების სხეულს გლეჯდა. სლიმონიას ყველაზე დიდი წარმომადგენელი სიგრძით 2 მეტრს აღწევდა, ფსკერზე გრძელი ფეხების მეშვეობით გადაადგილდებოდა. სავარაუდოდ მსხვერპლს უსაფრდებოდა და უცაბედი მოძრაობით იჭერდა. სლიმონიას ნაკეცებად ჩამწკრივებული ფილტვები მდებარეობდა სხეულის ქვედა ნაწილზე. ბასრი ქელიცერების მეშვეობით მტაცებელი ადვილად გლეჯდა სილურული თევზების სხეულის ჯავშანს. სავარაუდოდ სლიმონია ფლობდა ნადირობის პრიმიტიულ ტექნიკებს[1].

სახეობები[რედაქტირება]

  • S. acuminata (ტიპიური სახეობა. სალტერი, 1856)
  • S. boliviana
  • S. metastoma

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რიჩარდ ა. ფორტი (1998). სიცოცხლე დედამიწაზე პირველი 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ნიუ იორკი: ალფრედ კნოპფი, გვ. 146-7. ISBN 0-375-40119-9.