სკიპალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკიპალო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Dipsacales
ოჯახი:  გოქშოსებრნი
სახეობა:  სკიპალო
ლათინური სახელი
Cephalaria gigantea

სკიპალო (ლათ. Cephalaria gigantea) — ბალახოვანი მცენარე გოქშოსებრთა ოჯახისა. მაღალი (1,5 — 2 მეტრამდე) ღერო აქვს. ფოთლები ფრთისებრ განკვეთილია ხერხ-კბილა სეგმენტებად. საყვავილე თავაკები დიდია, გვირგვინი — მონაცრისფრო-ყვითელი.

გავრცელებულია კავკასიაში. საქართველოში ყველგან იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება ალპურ სარტყელშიც; ნაღალბალახეულობის ერთ-ერთი კომპონენტია. თაფლოვანი მცენარეა. სკიპალოს ყვავილებისაგან ამზადებენ ყვითელ საღებავს, რომელიც იხმარება შალეულის შესაღებად, ხალიჩების წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]