სკამი ვასილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკამი "ვასილი".

სკამი ვასილი (ფრანგ. Chaise Wassily), ასევე ცნობილი როგორც Model B3 სკამი, 1925-26 წლებში შეიქმნა მარსელ ბრუერის დიზაინით, პერიოდში, როდესაც იგი ბაუჰაუზში, დესაუ (გერმანია), სასადილოს ავეჯის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა. პოპულარული რწმენით ეს სკამი კონსტრუქტივისტი მხატვარი ვასილი კანდინსკისთვის შეიქმნა, რომელიც იმჟამად ბაუჰაუზში ასწავლიდა. უფრო სწორედ, ვასილისთვის (რომელსაც ეს მოდელი ძალიან მოსწონდა) ბრუერმა დუბლიკატი შექმნა. სკამს "ვასილი" რამდენიმე ათწლეულით გვიან დაერქვა, როდესაც იგი ხელახლა გამოუშვა იტალიელმა მწარმოებელმა, რომელმაც ანეგდოტური კავშირი კანდინსკისთან სკამის წარმოშობაზე კვლევის დროს შეიტყო.

სკამი რევოლუციური იყო მასალის გამოყენების (დაგრეხილი ლითონის მილები და ტილო) და წარმოების მეთოდების მხრივ. გადმოცემით ამ სკამის შექმნის შთაგონება ბრუერის ველოსიპედის "ადლერი" სახელური გახდა, რაც წარმატებული ცდა აღმოჩნდა, ვინაიდან ამგვარი მასალა დიდი რაოდენობით იქმნებოდა. ეს დიზაინი ტექნოლოგიურად გამართლებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ იმხანად გერმანელმა ლითონის დამამზადებელმა მანესმანმა უწყვეტი ლითონის მილების შექმნის პროცესი დაამუშავა. მანამდე ლითონის მილები შედუღებით მზადდებოდა, რაც მის ადვილად მტვრევას გამოიწვევდა დაღუნვისას.

სკამი ვასილი, ისევე როგორც მოდენისტული მიმდინარეობის მრავალი სხვა დიზაინი 1960-იანებიდან მასპროდუქციაში გავიდა და როგორც დიზაინის კლასიკა, დღესაც ხელმისაწვდომია. დიზაინზე უფლებას ფლობს კომპანია კნოლი ნიუ-იორკში, თუმცა რეპროდუქციების დამზადების უფლება გაცემულია მრავალ კომპანიაზე მსოფლიოში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Charlotte Fiell, Peter Fiell (2005). 1000 Chairs. Köln: Taschen. p. 105. ISBN ISBN 382284103X.