სიცილით გარდაცვლილები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სიცილით სიკვდილი — იშვიათი და სპეციფიკური შემთხვევა, რომლის დროსაც ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი სიცილი გვევლინება ადამიანის სიკვდილის მიზეზად. უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივი სიცილი გულის მწვავე უკმარისობის მიზეზად იქცევა. სიცილით სიკვდილის შემთხვევები ცნობილია ანტიკური საბერძნეთის დროიდან.
ისტორიული შემთხვევები [რედაქტირება]
- ლეგენდის თანახმად, ძველ საბერძნეთში ქურუმსა და წინასწარმეტყველს კალხასს ზუსტად ეუწყა გარდაცვალების დღე. როცა ეს დღე დადგა, ხოლო სიკვდილი არ აპირებდა მობრძანებას, კალხასმა ისეთი ძლიერი სიცილი დაიწყო, რომ თან გადაყვა.
- ძვ. წ. III საუკუნეში ძველბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპე სიცილით მოკვდა, როცა უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა თავისი ღვინით მთვრალი ვირი ლეღვის ჭამას.
- 1410 წელს მოკვდა მეფე მარტინ I არაგონელი, მას სიცილის დროს დისპეფსია დაემართა.
- ამბობენ, რომ ბირმის მეფე ნანდაბაინი 1599 წელს სიცილით მოკვდა მას შემდეგ, რაც მასთან სტუმრად მყოფმა იტალიელმა ვაჭარმა მოახსენა, რომ ვენეცია იყო თავისუფალი სახელმწიფო მეფის გარეშე.
- 1793 წლის 7 ნოემბერს, კუბელი პოეტი ხულიან დელ კასალი თავის მეგობრებთან ერთად სადილობდა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ანეკდოტი მოყვა, რის შემდეგაც დელ კასალს დაეწყო უკონტროლო სიცილის შეტევა, აორტის ანევრიზმა და სისხლდენა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
სტატიის