სიყვარულის სამკუთხედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიყვარულის სამკუთხედი მიუთითებს რომანტიკულ ურთიერთობაზე სამ ადამიანს შორის. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს ორი ადამიანიც, რომლებიც დამოუკიდებლად რომანტიკულად მესამე ადამიანთან არიან დაკავშირებული, მაგრამ, როგორც წესი, ამ სამკუთხედში სამივე ადამიანს გარკვეული ურთიერთობა აქვს დანარჩენ ორთან. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრობა, რომანტიკული, ძმური/ნათესაური, ან კიდევ მტრული.

ტერმინი "სიყვარულის სამკუთხედი" ყოველთვის გულისხმობს, რომ ამგვარი ურთიერთობა მიუღებელია სამიდან ერთ-ერთისთვის მაინც. როგორც წესი, ამგვარი ურთიერთობა მონოგამიის კონტექსტში გაიაზრება, რომლის, როგორც კულტურული ნორმის, ზეგავლენით სიყვარულის სამკუთხედი განწირულია არასტაბილურობისთვის.

იმ შემთხვევაში, როდესაც სამი (ან მეტი) მონაწილე თანახმაა სასიყვარულო, ინტიმურ ურთიერთობაზე, მას პოლიამორულს უწოდებენ და ამგვარ ურთიერთობას, ანტაგონიზმის არარსებობის გამო, აღარა აქვს კავშირი სიყვარულის სამკუთხედის ცნებასთან.

ფრანგული ტერმინი "ménage à trois" სხვაგვარ ურთიერთობაზე მიუთითებს და სიყვარულის სამკუთხედს არ ნიშნავს.

სიყვარულის სამკუთხედი ძალზე პოპულარული თემაა მხატვრულ ლიტერატურაში და ხელოვნებაში, მათ შორის რომანებში, ოპერებში, რომანტიკულ კომედიებში და პოპულარულ მუსიკაში.

ყველაზე განთქმული მაგალითი ინგლისურ ლიტერატურაში სიყვარული სამკუთხედის იყო მეფე ართურის, დედოფალი გინევერისა და მრგვალი მაგიდის რაინდის სერ ლანსელოტის ურთიერთობა. ლანსელოტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ინგლისში ართურის სამეფო კარზე და საკუთარი გამჭრიახობით მალე მეფის ყველაზე ახლო მოკავშირე და მეგობარი გახდა. თუმცა ლანსელოტი გინევერით მოიხიბლა და ეს უკანასკნელი, თუმცა ართურიც გულწრფელად უყვარდა, ლანსელოტს დანებდა. დედოფლის ერთგულების გატეხვა ღალატის ტოლფასი იყო და ამ ურთიერთობას კამელოტის ჯანყი და ინგლისის დაყოფა მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]