სიყვარულის ბალადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიყვარულის ბალადა — ქართული ფილმი. რეჟისორი-ირაკლი კაკაბაძე. ჟანრი-რომანტიკული კომედია. მონაწილეობენ: რუსუდან მაყაშვილი, კახა კინწურაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი და ა.შ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მთავარი გმირი,ქეთა (რუსკა მაყაშვილი) ამერიკიდან საქართველოში თავის ამერიკელ არქეოლოგ მეგობართან,მიჩთან ერთად ბრუნდება. მისი ბავშვობის 3 მეგობარი გიო, სანდრო და თემო გადაწყვეტენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მათი გეგმები შეიცვლება და კახეთში არქეოლოგიურ გათხრებზე წავლენ.

ვინაიდან მიჩს თან უამრავი სტუდენტი გოგონა ახლავს, სამივე მეგობარი დადებს ნიძლავს, ვინ უფრო მეტ გოგოს "შეაბამს". წაგებულს მოუწევს თავის გადაპარსვა და ულვაშის მოშვება. გიო აღმოაჩენს, რომ მისი ძველი, ბავშვური გრძნობები ქეთასადმი ჯერ კიდევ არ გამქრალა და გადაწყვეტს ქეთას გულის მონადირებას, რაშიც მას თემო, სანდრო და კახეთში გაცნობილი ზურა ეხმარებიან.რადგან გიორგი შეყვარებულია, ნიძლავი მას აღარ ეხება. ბიჭები რამდენიმე გეგმას შეიმუშავებენ,რომ როგორმე მიახვედრონ ქეთა, თუ რას გრძნობს მის მიმართ გიორგი, თუმცა მათ ყველა გეგმას მიჩი ჩაშლის, რადგან მასაც გააჩნია სიმპათია ქეთას მიმართ. ბიჭების ყველა გეგმის მონახაზი მათი სასტუმროს ნომერში, სურათის უკანაა დაწერილი. სანდრო და თემო ყველაფერს ცდილობენ, რომ ნიძლავი არ წააგონ, მაგრამ ვერცერთი ვერ ახერხებს გოგონების შებმას. სანდროს მოსვენებას არ აძლევს მასზე ბევრად უფროსი ქალბატონი, რომელიც სულ კუდში დასდევს. სანდრო კი მას ნიძლავის მოსაგებად გამოიყენებს, რის შემდეგაც თემოს მოუწევს თავის გადაპარსვა და ულვაშის მოშვება.

თბილისში დაბრუნებისას ქეთა შეამჩნევს თუ როგორ აგდებს დამლაგებელი ქალი ბიჭების ოთახიდან "დაჯღაბნილ" სურათს. სურათის უკან ყველა გეგმის ნახვისას კი ქეთა ყველაფერს მიხვდება და გიორგის მოსაძებნად წავა, რომელიც თბილისში უიმედოდ დაბრუნდა.

ბოლო სცენა კაფეში ვითარდება, სადაც ქეთა გიორგის სიურპრიზს მოუწყობს. ფილმი მათი კოცნის სცენით მთავრდება.