სიუელი (ჩილე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სიუელი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
| ნომერი | 1214 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1214 რუს. • ინგლ. • ფრ. |
სიუელი (ესპ. Sewell) — დაუსახლებელი მეშახტეთა ქალაქი ჩილეში, ო'ჰიგინსის რეგიონის კაჩაპოალის პროვინციის მაჩალის კომუნაში. მდებარეობს ანდებში ზღვის დონიდან 2000–2500 მეტრ სიმაღლეზე, დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 85 კილომეტრზე. აშენებულია მთის ფერდობზე. ქალაქის მთავარ ქუჩას წარმოადგენს კიბე, რომელიც მიუყვება მთის ფერდობს.
ქალაქი დაარსდა 1904 წელს სპილენძის მოპოვებისათვის და სახელი უწოდეს სამშენებლო კომპანიის პირველი პრეზიდენტის ბარტონ სიუელის პატივსაცემად. 1918 წელს მისი მოსახლეობა 14 000 შეადგენდა, მაგრამ 1977 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ დაიწყო მეშახტეთა ოჯახების გადასახლება, ქალაქი გახდა დაუსახლებელი.
1998 წელს ჩილეს მთავრობამ ქალაქი გამოაცხადა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Snow in Sewelll, Chile
- Memories of Living in Sewelll, Chile
- Panoramas of Sewell
- Historical Photos of Sewell - El Teniente
- Sewell, also known as El Teniente, Chile
|
|||||